"დეილი სტარის" ცნობით, ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი ჰარი რედნაპი შეიძლება ნიგერიის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.
ამჟამინდელ მწვრთნელს, გერნოტ რორს ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული კონტრაქტი მაისის ბოლოს უმთავრდება და არ გაუგრძელებენ. გამოცემის მტკიცებით, მის პოსტს 73 წლის რედნაპს შესთავაზებენ.
2016 წელს ნიგერიელები რედნაპთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, მაგრამ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.
რედნაპი ადრე "ბორნმუთს","ვესტ ჰემს", "ტოტენჰემსა" და იორდანიის ნაკრებს წვრთნიდა, ბოლოს კი "ბირმინგემ სიტიში" მუშაობდა, რომელიც 2017 წელს დატოვა.