გვარდიოლას ძმა: პეპი აქ მუშაობაზე ოცნებობს...

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ესპანელი მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ძმამ განაცხადა, რომ ტიტულოვანი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებში მუშაობაზე ოცნებობს.

"პეპს აქვს ოცნება, ოდესმე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ჯერ არ ვიცით, რა იქნება, როდის მიიღებს ის ასეთ შეთავაზებას, იქნება თუ არა ის სწორედ ამ პერიოდში", - განაცხადა პერე გვარდიოლამ, რომლის ძმამ საერთაშორისო დონეზე ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო.

ხოსეპს "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება.

მართლაც რა ვიცით, იქნებ გვარდიოლამ არგენტინის ნაკრები ჩაიბაროს და ლიონელ მესის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი მისი
ხელმძღვანელობითაც კი გაიყვანოს.

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული