რონალდომ, მესიმ და ნეიმარმა კორონავირუსის პანდემიის დროს "ინსტაგრამით" მილიონზე მეტი გამოიმუშავეს

AutoSharing Option
ცნობილი გახდა "ინსტაგრამზე" სპორტსმენების შემოსავალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.

12 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით, კრიშტიანო რონალდომ, ლიონელ მესიმ და ნეიმარმა 1 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავეს.

სამივე მათგანმა ამ პერიოდში 4 სარეკლამო პოსტი გამოაქვეყნა. კრიშტიანო რონალდოს, რომელსაც 219 მილიონი გამომწერი ჰყავს, რეკლამებმა 2.1 მილიონი ევრო მოუტანეს, მესის - 1.45 მილიონი ევრო, ხოლო ბრაზილიელ ნეიმარს - 1.33. გამომდინარე აქედან, რონალდო ერთ სარეკლამო პოსტში იღებს 526 ათას ევროს, მესი - 363 ათასს, ნეიმარი კი - 333 ათასს.

ათეულში მოხვდნენ: ლეგენდარული კალათბურთელი შაკილ ო'ნილი,  დევიდ
ბექჰემი, ვირატ კოჰლი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დუეინ უეიდი, დანი ალვეში და ენტონი ჯოშუა.



მკითხველის კომენტარები / 3 /
ხოდა თუ მარტო ფაქტების გჯერავს უყურე მესის 6 ოქროს ბურთს.დ.დ.
barsa
18:45 04-06-2020
4
სადაც ფაქტების მანიპულირება შეუძლებელია და სტატისტიკაა, კრ7 ყველგან პირველია.ხოლო სადაც მოსყიდულ ჟურნალისტებზეა დამოკიდებული იქ მესის ჯიბე ჯობნის.
მხოლო ფაქტების მჯერა
14:04 04-06-2020
13

სიახლეები პოპულარული