ცნობილი გახდა "ინსტაგრამზე" სპორტსმენების შემოსავალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.
12 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით, კრიშტიანო რონალდომ, ლიონელ მესიმ და ნეიმარმა 1 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავეს.
სამივე მათგანმა ამ პერიოდში 4 სარეკლამო პოსტი გამოაქვეყნა. კრიშტიანო რონალდოს, რომელსაც 219 მილიონი გამომწერი ჰყავს, რეკლამებმა 2.1 მილიონი ევრო მოუტანეს, მესის - 1.45 მილიონი ევრო, ხოლო ბრაზილიელ ნეიმარს - 1.33. გამომდინარე აქედან, რონალდო ერთ სარეკლამო პოსტში იღებს 526 ათას ევროს, მესი - 363 ათასს, ნეიმარი კი - 333 ათასს.
ათეულში მოხვდნენ: ლეგენდარული კალათბურთელი შაკილ ო'ნილი, დევიდ
ბექჰემი, ვირატ კოჰლი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დუეინ უეიდი, დანი ალვეში და ენტონი ჯოშუა.
რონალდო ვარჯიშზე 4 საათით ადრე მივიდა
"მესი - ნომერ პირველია" - რონალდომ მისთვის საინტერესო 5 ფეხბურთელი დაასახელა