ჰიტლერისა და მუსოლინის საყვარელი კლუბები - "დუჩეს" ფავორიტი გუნდის მწვრთნელი ოსვენციმში მოკლეს...

AutoSharing Option
როგორც წესი, დღეს ფეხბურთელები, პირველ რიგში, გულშემატკივრისთვის თამაშობენ ფეხბურთს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებიან ისინი, რა ეროვნების, რელიგიის, პროფესიისა თუ სოციალური კლასის წარმომადგენელნი.

თუმცა, არიან კლუბები, რომელთა ფეხბურთელები ყველასთვის არ თამაშობენ, რადგან ამ გუნდების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ხალხთა ფართო მასებს აქვს, რისი მიზეზიც მათ ისტორიაში არსებული შავი ლაქებია - მათი არსებობის გარკვეულ ეტაპზე ამ კლუბებს ნაცისტი და ფაშისტი დიქტატორები გულშემატკივრობდნენ და ეხმარებოდნენ. ამ სტატიაში კი ამ ფლანგის ორი "გამორჩეული" ლიდერის - ჰიტლერისა და მუსოლინის სპორტული სიმპათიების შესახებ მოგითხრობთ.

თავდაპირველად
"დუჩეს" საყვარელი გუნდით დავიწყებთ. ძალიან ბევრი, მათ შორის, იტალიაშიც კი, თვლის, რომ მუსოლინი რომის "ლაციოს" გულშემატკივარი გახლდათ. თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს: დიახ, იტალიელი ფაშისტების წინამძღოლი ამ გუნდის თამაშზე ბევრჯერ ყოფილა, თუმცა არანაკლებ ხშირად ესწრებოდა მეორე რომაული კლუბის - "რომას" (სხვათა შორის, ეს კლუბი 1927 წელს ეროვნული ფაშისტური ქვედანაყოფის გენერალური მდივნის, იტალო ფოსკის ინიციატივით შეიქმნა) მატჩებს. თუმცა მუსოლინისა და "ლაციოს" სიყვარულის მითის საფუძველი თავად კლუბის ფანებსა და ზოგიერთ ფეხბურთელში გახლდათ, რომლებიც ფაშისტური იდეების მხარდამჭერები აქტიურად იყვნენ.

საფეხბურთო ლტოლვაში "დუჩე" საკმაოდ მარტივად გაერკვა - ის ყოველთვის გულშემატკივრობდა იმ რეგიონის წარმომადგენელ კლუბს, სადაც თავად დაიბადა. სახალხოდ ცნობილია, რომ მუსოლინი სამყაროს პატარა დასახლება პრედაპიაში მოევლინა (დაკრძალულიც აქ არის), რომელიც ემილია-რომანიის მხარეში მდებარეობს და მისი ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ბოლონია გახლავთ. ამავე დასახელების კლუბმა ფაშისტების მმართველობის დროს 6 "სკუდეტო" მოიპოვა (სულ 7 აქვს) და "დუჩეს" ამ საქმეში საკუთარი წვლილი ჰქონდა.

სწორედ ამ დახმარების საშუალებით გადავიდა "ბოლონია" ახალ სტადიონსა ("რენატო დალ-არა", გაიხსნა 1927 წელს და დღემდე კლუბის საშინაო არენაა) და თანამედროვე ბაზაზე. ფინანსური დახმარების წყალობით კი იმ წლებში კლუბს საკუთარ რიგებში საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელები გადმოჰყავდა და ქვეყნის ფეხბურთის ნამდვილი ჰეგემონი გახდა.

აღსანიშნავია, "ბოლონიას" უნგრელ მთავარ მწვრთნელს ქვეყნის ჩემპიონობის ორჯერ მოპოვება (1936-37) საკმარისად არ ეყო და ებრაული წარმოშობის არპად ვეისი ნაცისტების ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკში, ოსვენციმში გარდაიცვალა. მის მახლობლად, გაზის კამერაშივე მოკლეს მისი ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი.

ბენიტო მუსოლინისაგან განსხვავებით, ადოლფ ჰიტლერი ფეხბურთის მოყვარული არასდროს ყოფილა. სხვათა შორის, სპორტის არც სხვა სახეობები იტაცებდა. თუმცა, ცხადია, მას ამ მასობრივი თამაშის გავლენა საზოგადოებრივ მასებზე კარგად ჰქონდა შესწავლილი და ამ მიზეზით რამდენჯერმე დაესწრო საფეხბურთო მატჩებს, ძირითადად, მესამე რაიხის ნაკრების თამაშებს. აღსანიშნავია, რომ ფიურერის თვალწინ გერმანიის ნაკრები უფრო ხშირად მარცხდებოდა, მათ შორის, 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაზეც.

გელზენკირხენის "შალკეს" მიმართ ჰიტლერის სიმპათიების შესახებ თეორია საკამათოა, თუმცა, თუ ის კლუბს ეხმარებოდა, ამას ფარულად აკეთებდა. ამ ჰიპოთეზის წარმოშობის მიზეზი ის გახლავთ, რომ "შალკემ", "ბოლონიას" მსგავსად, გერმანიის 7 ჩემპიონობიდან 6 ნაცისტების მმართველობის დროს მოიპოვა და ამას 1937 წელს გერმანიის თასიც მიამატა.

სისხლიანი დიქტატორების მხრიდან ამ გუნდების მიმართ არსებული სიმპათიების მიუხედავად, "ბოლონია" და "შალკე" თავიანთი ქვეყნების უმაღლეს დივიზიონში დღესაც თამაშობენ და ისტორიის ძველი მონაკვეთი ცოტამ თუ იცის. თუმცა თქვენ, ამ სტატიის მკითხველი, დღეს ამ არც ისე მრავალრიცხოვან ადამიანთა რიგს შეუერთდით.

მომზადებულია History.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
როგორ ხდებოდა და ხდება ბარსა ჩემპიონი ...?! ძალა აღმართს ხნავსო ...ყოველთვის ყველას და ყველაფერს ვერ იყიდი !!!!! ვაიოო დედაო როგორ გაუმწარებიაოო მერე და ასწავლე სადაც ასიამოვნებენ შენ დიდი ბიჭი ხარ უკვე გეტყობა.....თან უჭველი გეცოდინება .....
Auee
20:51 11-06-2020
0
ასევე ცნობილი ფაქტია კომუნისტების დროს,ბრეჟნევი იყო ჰოკეის დიდი მოყვარული და ქომაგობდა მოსკოვის სპარტაკს,თუმცა პოილიტბიუროს უმეტესობა ცსკას ქომაგი იყო.
კახა ქ.
20:35 09-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული