"რუხის" პრეზიდენტმა უკრაინისა და პოლონეთის ჩემპიონატების გაერთიანების იდეა წამოაყენა

AutoSharing Option
"რუხის" პრეზიდენტი გრიგორი კოზლოვსკი უკრაინისა და პოლონეთის ჩემპიონატების გაერთიანების მომხრეა.

"გაკეთდება 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგა, სადაც უკრაინული და პოლონური გუნდები ითამაშებენ. პირველ ლიგაში 2 ზონა იქნება, ერთი - უკრაინული, მეორე - პოლონური. წარმოგიდგენიათ, ჩემპიონატი შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე? მაგარი იქნებოდა.

დიდი ფული დატრიალდებოდა. ხანდახან ცელქი იდეები მაწუხებს.

ახლა ბელგია და ნიდერლანდები აპირებენ ერთიანი ჩემპიონატის ჩატარებას. ჩეხეთი და სლოვაკეთი სამი წელია ერთიანი თასის გათამაშებას ატარებენ, უკვე გაერთიანებაზე ფიქრობენ. ასეთი რამეები ევროპაში ხდება. ხალხი უნდა დააინტერესო.

ვისაც რუსებთან სურს თამაში - "ჩემოდანი -
სადგური - რუსეთი", ამის ორგანიზებას ლვოვიდან მოვუწყობთ. ვფიქრობ, ამის პრობლემა არ იქნება. მათ მაშინაც ეშინოდათ გაერთიანების, ხოლო ახლა ოკუპანტებთან საერთო არავის არაფერი არ უნდა რომ ჰქონდეს", - განაცხადა კოზლოვსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინამ და პოლონეთმა 2012 წელს ერთობლივად ჩაატარეს ევროპირველობა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
შავი ზღვის თასი არ იქნებოდა ცუდი იდეა. საქართველო, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი.
მერაბი
09:15 10-06-2020
1
ალბათ რაღაც ამგვარი გაერთიანებული ჩემპიონატის, ამიერკავკასიის (რაც აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობის გამო რთული იქნება) ან აზერბაიჯანთან გაერთიანების მოფიქრება ჩვენთვისაც არ იქნებოდა ურიგო, მოკლედ ფაქტია, რომ რაღაც არის რადიკალურად შესაცვლელი და სამწუხაროდ არათუ მუშაობა ასეთ იდეებზე არც ფიქრობს არავინ?!
......
08:53 10-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული