გარდაცვალილ ფეხბურთელს თანაგუნდელებმა გოლი გაატანინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლიციელის მიერ მოკლულ "მონტერეის" ფეხბურთელ ალეკსანდერ მარტინესს თანაგუნდელები სპორტულ დარბაზში დაემშვიდობნენ.

მეგობრებმა მისი კუბო კარის წინ დადგეს, ბურთი გაითამაშეს და გოლი რიკოშეტით გაატანინეს.

ვიდეო "ტვიტერზე" ჟურნალისტმა გილერმო შუტცმა გამოაქვეყნა.

მარტინესი პოლიციელს ნარკოტიკებით მოვაჭრეში შეეშალა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მარტინესთან ერთად დაიჭრა მისი 15 წლის მეგობარი.

მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და მექსიკის შტატის, ოახაკას გუბერნატორმა ალეხანდრო მურატმა ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და დამნაშავის სათანადოდ დასჯის პირობა დადო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გთხოვთ ნუ მიწყენთ და "კარები" მრავლობითი ფორმაა, მხოლობითია "კარი". ასევე, შეცდომაა _ "კარებები".
ისე კი, ღმერთმა აცხონოს!
მეექვსე ჯუჯა
02:26 14-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული