"ლივერპულმა" შეცვლაზე შესული ფირმინოს გოლით "მონტერეის" კომპენსირებულ დროში სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში "ლივერპულმა" "მონტერეი" 2:1 დაამარცხა და 21 დეკემბერს ფინალში "ფლამენგოს" შეხვდება.

ავადმყოფობის გამო მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო "ლივერპულის" მცველმა ვირგილ ვან დეიკმა და ამას გარდა, მწვრთნელმა იურგენ კლოპმა სადიო მანე და რობერტო ფირმინო სასტარტოში არ დააყენა, ეს უკანასკნელი 85-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა ნაბი კეიტამ 4 წლის შემდეგ პირველად გაიტანა ზედიზედ 3 მატჩში.

33 წლის ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა "ლივერპულში" მე-200 მატჩი ჩაატარა - მან რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი 2022 წლის
ზაფხულამდე გააგრძელა.

დოჰა. "ხალიფა ინტერნაციონალი". 45 416 მაყურებელი
მონტერეი - ლივერპული 1:2
გოლები: 0:1 კეიტა (11), 1:1 ფუნეს მორი (14), 1:2 ფირმინო (90+1)

მონტერეი: ბროვერო, მედინა, სანჩესი, მონტესი (ლაიუნი 79), ვანჯონი, ორტისი, პისარო (გონსალესი 90), გალიარდო, ფუნეს მორი, პაბონი (მესა 82), როდრიგესი

ლივერპული: ალისონი, ჰენდერსონი, რობერტსონი, გომესი, ლალანა, მილნერი (ალეკსანდერ-არნოლდი 75), ოქსლეიდ-ჩემბერლენი, კეიტა, შაქირი (მანე 68), სალაჰი, ორიგი (ფირმინო 85)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული