ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამიერიად ეროვნული საფეხბურთო გუნდის თამაშებს აღარ დაეწსრება.
"მაგათ შეხვედრებს აღარ ვუყურებ,"- დაწერა ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
ამისი მიზეზი კი აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს ჰიმნის შესრულებისას მუხლებზე დადგომა შეეძლებათ.
ჰიმნის დროს მუხლზე დადგომა ფედერაციამ 2017 წელს აკრძალა, როცა აშშ-ის ქალთა ნაკრების კაპიტანი მეგან რაპინო ტაილანდთან შეხვედრის წინ ჰიმნის შესრულებისას 1 მუხლზე დადგა.
მოგეხსენებათ, აღნიშნული ჟესტი ჩაგვრისადმი სოლიდარობას გულისხმობს და "Black Lives Matter" (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია) კამპანიის ერთ-ერთი
სიმბოლო გახდა.