ტრამპი აშშ-ის ნაკრების თამაშებს აღარ დაესწრება - მიზეზი რასიზმის საკითხია

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამიერიად ეროვნული საფეხბურთო გუნდის თამაშებს აღარ დაეწსრება.

"მაგათ შეხვედრებს აღარ ვუყურებ,"- დაწერა ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

ამისი მიზეზი კი აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს ჰიმნის შესრულებისას მუხლებზე დადგომა შეეძლებათ.

ჰიმნის დროს მუხლზე დადგომა ფედერაციამ 2017 წელს აკრძალა, როცა აშშ-ის ქალთა ნაკრების კაპიტანი მეგან რაპინო ტაილანდთან შეხვედრის წინ ჰიმნის შესრულებისას 1 მუხლზე დადგა.

მოგეხსენებათ, აღნიშნული ჟესტი ჩაგვრისადმი სოლიდარობას გულისხმობს და "Black Lives Matter" (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია) კამპანიის ერთ-ერთი
სიმბოლო გახდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგრად მიტყდება ამ კომენტარებს რომ ვკითხულობ და თან ამდენი მოწონება რომ აქვს ყველას :(
მიჩინიო
07:48 15-06-2020
2

სიახლეები პოპულარული