გატუზოს დიდებული სეფესიტყვა: მე ფეხბურთის ღმერთის მჯერა

AutoSharing Option
იტალიის თასის ფინალში "იუვენტუსის" დამარცხების შემდეგ სიხარული ვერ დამალა "ნაპოლის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ. ამ ადამიანს უსაზღვროდ უყვარს ფეხბურთი და მისი ნათქვამი ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელმა უნდა წაიკითხოს.

"ცხოვრობამ და მეტადრე ფეხბურთმა გაცილებით მეტი მომცა, ვიდრე მე მას მივეცი. ამ თამაშმა კაცად მაქცია.

ცხოვრებაში პირველ რიგში მშობლებზე ფიქრობ, ოჯახზე. ამიტომ, ბუნებრივია, ვერ ვარ კარგ მდგომარეობაში (2 ივნისს  გატუზოს და გარდაიცვალა - რედ.).

alt37 წლის ასაკში ჯენარო გატუზოს და გარდაიცვალა
ფეხბურთის მიმართ ისეთ ვნებას განვიცდი, რომ მას ერთი წამითაც ვერ ვივიწყებ. ყველა, ვინც

ფეხბურთითაა დაკავებული, პატივს უნდა სცემდეს ამ თამაშს, რადგან ჩვენ ყველას ძალიან გაგვიმართლა. აი, რატომ ვბრაზდები, როდესაც ხალხში ჟინს ვერ ვხედავ. მე ჩემი ფეხბურთელის კარიერის გამო სინანულის გრძნობა არა მაქვს. მინდა, ამ ფეხბურთელებმაც შემდგომში იგივე თქვან.

მე ფეხბურთის ღმერთის მჯერა. როდესაც რაღაცას სწორად აკეთებ, ხვდები, რაც დათესე, შენ გიბრუნდება. 

ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად სერია A-ს დარჩენილი 12 მატჩი დიდი მონდომებით უნდა ჩავატაროთ. ეს ჩვენი ვალია. არ შეიძლება ჩავთვალოთ, თითქოს მიზანს მივაღწიეთ და უნდა დავნებდეთ. დიახ, ჩამორჩენა სერიოზულია (9 ქულა - რედ.), მაგრამ ბოლომდე ბრძოლაა აუცილებელი", - განუცხადა გატუზომ "რაი სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
შეიძლება კაპელოს დონე არაა მაგრამ დიდ პატივს ვცემ ამ კაცს და წარმატებებს ვუსურვებ!!
ზ.გ.
13:30 18-06-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული