ნიდერლანდებში გულშემატკივრებს სიმღერა მოგუდულადაც კი აუკრძალეს

AutoSharing Option
ნიდერლანდების ჩემპიონატის დაწყებას გულშემატკივრებთან ერთად პირველ სექტემბერს აპირებენ.

პირველი ორი უმაღლესი დივიზიონის მატჩებზე სტიდიონების 30%-ით შევსების უფლებას მისცემენ.

თუმცა გარკვეული შეზღუდვები და მათ შორის, ზოგიერთი ერთობ უცნაურიც დაწესდება. კერძოდ, გულშემარტკივრებმა 1.5-მეტრიანი სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და თქვენ წარმოიდგინეთ, სიმღერა ეკრძალებათ, მოგუდულადაც კი.

თურმე, სიმღერა და მეტადრე მრავალხმოვანი, კორონავირუსის გავრცელების რისკს ზრდის.

ერედივიზია 11 სექტემბერს განახლდება, ხოლო 4 და 7 სექტემბერს ნაკრები ერთა ლიგის საშინაო მატჩებს ჩაატარებს - შესაბამისად, პოლონეთთან და იტალიასთან.

შეგახსენებთ, ნიდერლანდებში სეზონი ეპიდემიის გამო აპრილში ვადამდე დასრულდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული