ალენ ჟირესი: "ოქროს ბურთი" მესის არ უნდა მოეგო

AutoSharing Option
1984 წლის ევროპის ჩემპიონმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალენ ჟირესმა განაცხადა, რომ 2019 წელს "ოქროს ბურთი" არა ლიონელ მესის, არამედ სადიო მანეს უნდა მოეგო.

"თუ წინა სეზონში ამ ფეხბურთელების თამაშს გავითვალისწინებთ, მიმაჩნია, რომ მესის ნაცვლად "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში სადიო მანეს უნდა გაემარჯვა.

ბიულეტენი არ მიმიღია და ამიტომაც ვერ მივეცი ხმა (მაშინ ჟირესი ტუნისის ნაკრების დამრიგებელი იყო). არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს, თუმცა მე ნამდვილად არ ვყოფილვარ.

როცა სენეგალის ნაკრებს ვედექი სათავეში, მაშინ სადიო ახალგაზრ
და იყო, თუმცა მას ტექნიკისა და მენტალური მხარის ჩათვლით, უდიდესი პოტენციალი გააჩნდა. მას ყველაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო, როგორიც ახლაა", - განაცხადა ჟირესმა.

გასულ წელს "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში მესიმ პირველი ადგილი დაიკავა, სადიო მანემ კი - მე-5. ალენ ჟირესი კი, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2004-05 წლებში წვრთნიდა, ტუნისის ეროვნული გუნდი სწორედ შარშან დატოვა.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ ის მაყუთი დააბრუნე, ბედკრული საქართველოს ნაკრების "გაწვრთნისთვის" რომ მიიღე... ჩუპა–ჩუპსი და უარესი.
2
მბაპე მაინც გეთქვა ,ფრანგი არ ხარ ჩუპა-ჩუპს? მესიმ დამსახურებულად მიიღო შარშან ეს პრიზი!
დავით 67
16:43 03-07-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული