ტოსტაო: მხოლოდ მესისა და რონალდოს ჰიბრიდი თუ შეედრება პელეს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტოსტაომ განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი პელეა.

"ვფიქრობ, პელე მესიზე, რონალდოსა და მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელია. მას ვერავინ შეედრება. ყველა ის თვისება გააჩნდა, რომელიც შეიძლება ფორვარდს ჰქონდეს. უნაკლო იყო. მარადონა შთამბეჭდავი გახლდათ, მაგრამ ფიზიკურად პელეს ჩამორჩებოდა და იმდენივე გოლი ვერ გაიტანა.

მესიც ფანტასტიკური მოთამაშეა, თუმცა თავით და ორივე ფეხით პელესავით ვერ თამაშობს. რონალდო უნიკალური კია, ოღონდ არაჩვეულებრივ გადაცემებს ვერ აკეთებს. მხოლოდ მესისა და რონალდოს ჰიბრიდი თუ შეედრება პელეს", - ციტირებს ტოსტაოს ფიფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ზუსტად შეაფასა მესისა და რონალდუს ჰიბრიდი.ვისაც არ გჯერათ შეგიძლიათ პელეზე ფილმები ნახოთ და დარწმუნდებით,მარტო მსოფლიო ჩემპიონატის ორ ფინალში გატანილი ბურთები და მისტიკური გადაცემები საოცრებაა.
მეფე.ამაშია საქმე
22:48 06-07-2020
7
როცა ძველ ფეხბურთს ახალს ადარებთ, რატომ არ ახსენებთ, მსაჯობას და წესებს? მესისა და რონალდოს, დღეს იმხელა თავისუფლება აქვთ მინდორზე პელე კარგ სიზარშიც ვერ ინატრებდა. ნახეთ 1966წ. მატჩი პორტუგალიელებთან, პელეს ტრამვის მომენტი, მცველი უკნიდან, გამიზნულად სამჯერ ურტყამს ფეხებში, დღეს ერთი მსგავსი ქმედებაც წითელი ბარათით დაისჯებოდა, ხოლო მაშინ ყვითელი ბარათიც არ არსებობდა, მხოლოდ არასპორტული საქციელისთვის ატოვებინებდნენ მინდორს. მარადონას დროს შედარებით გამკაცრდა მსაჯობა, მაგრამ როგორც მას ჯენტილე ეთამაშა 1982წ. ისე რომ დღეს მესის ეთამაშო, ციხე თუ არა სამუდამო დისკვალიფიკაცია არ აგცდება.
GOGA
12:52 07-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული