ანზორ კავაზაშვილი: ბათუმის სტადიონისთვის ჩემი სახელის დარქმევა უნდათ, თბილისის "დინამოსთან" გოლის არგაშვება კი ღირსების საკითხი იყო

AutoSharing Option
წარმოშობით ქართველმა ექსმეკარე ანზორ კავაზაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ sport-express-ს და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

Sportall.ge ქართველი გულშემატკივრისათვის ინტერვიუს საინტერესო ნაწილების თარგმანს გთავაზობთ.

- ბოლოს როდის იყავით ბათუმში?
- უუჰ, დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ალბათ, 20 წლის წინ.

- არ გენატრებათ?
- კი. თუმცა უკვე 60 წელია მოსკოვში ვცხოვრობ, უკვე გავრუსდი. ამას ჩვენს ქვეყნებს შორის გართულებული სიტუაციაც ემატება. იქ ჩასვლა უსაფრთხო არაა, სააკაშვილის დროს კი საერთოდ პერსონა ნონ გრატად გამომაცხადეს.

- რის გამო?
- საკუთარ წიგნში მასაც შევეხე. დავწერე, რომ სააკაშვილი ქურდი და
არაკაცია. მეგობრებმა გამაფრთხილეს: "სანამ მთავრობაში მიშაა, საქართველოში ცხვირი არ ჩამოყო. აეროპორტში დაგაპატიმრებენ".

თუმცა მშობლიურ ქალაქში არ მივიწყებენ. 2013 წელს საპატიო მოქალაქედ გამომაცხადეს, ახლა კი ბათუმის ცენტრალური სტადიონისათვის ჩემი სახელის დარქმევა უნდათ.

...

- გვაინტერესებს, ფეხბურთელობის დროს მილიონერებს შეხვედრიხართ?
- 1964 წელს მოსკოვის "ტორპედოსთან" ერთად თბილისში ჩავედი. სასტუმროში მეგობარი მოვიდა და მითხრა: "ცეხავიკებს შენთან თამაშის გაყიდვაზე საუბარი სურთ. "იქ" გავგზავნე.

- ეს "ცეხავიკები" ვინ იყვნენ?
- ძმები ლაზიშვილები, მილიონერები. 70-იან წლებში შევარდნაძემ ორივე 15 წლით გაუშვა ციხეში. მას მერე, რაც მეგობარი გავაგდე, ერთ-ერთი ნომერში შემოვიდა. მითხრა:
"ჩვენ თბილისის "დინამოს" ვკურირებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ფეხბურთი საბჭოთა კავშირში წამყვან პოზიციებზე იყოს. თუ ხვალ "დინამოს" გამარჯვებაში დაგვეხმარებით, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის. მანქანას გაჩუქებთ, ბინას, ფულს..."

- რა უპასუხეთ?
- "1 საათის წინ მეგობარი გავაგდე ნომრიდან, ის თქვენი სახელით მოვიდა. იმის გამეორება, რაც მას ვუთხარი, არ მინდა. უბრალოდ, მსგავსი წინადადებით აღარ მომმართოთ" და წავიდა.

- თამაში როგორ დამთავრდა?
- 1:3 წავაგეთ. მესამე გოლი იამანიძემ გამიტანა. გასახდელში მწვრთნელმა მკითხა, სპეციალურად გაუშვიო?! არადა, აუღებელი ბურთი იყო. თუმცა ტაშკენტში ფინალურ მატჩზე "ბიჭები" ისევ გამოჩნდნენ.

"ფახთაქორის" ბაზაზე ვემზადებოდით, დაცვა მოვიდა და მითხრა, და გეძახისო. მივედი და წყვილი იდგა. კაცმა მითხრა: "ანზორ, თქვენთვის ამის გადმოცემა გვევალება: თუ თბილისს დაეხმარები, "ვოლგასა" და ბინას გაჩუქებთ, თქვენი მშობლები უზრუნველყოფილნი იქნებიან".

ქართულად ვუთხარი ქალბატონს, მიტრიალებულიყო, რათა არ გაეგონა, რასაც ვიტყოდი. კაცს კი მივუგე: "წადი შენი! ვინ გგონივარ?! აქაურობას აღარ მოუახლოვდე". საღამოს კი ხელმძღვანელობას დაველაპარაკე.

შეხვედრას კი 1:0 ვიგებდით. დათუნაშვილმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა, დამატებით დროში კი სრულიად მოვიშალეთ.

იცით, რამდენჯერ მთხოვეს თბილისში თამაშის გაყიდვა? რამდენჯერაც იქ ჩავედი. სულ მეუბნებოდნენ: "ძვირფასო ანზორ, გაუშვი გოლი". გონებაში სხვა რამ მიტრიალებდა. "დინამოსთან" გოლის არგაშვება ღირსების საკითხი იყო".

...

- 1969 წელს საუკეთესო ფეხბურთელად უნდა დავესახელებინე, თუმცა საქართველომ წასვლა არ მაპატია; არც ის, 1968-ში რომ არ დავბრუნდი. ქალაქი უკვე მელოდა! და აი, 1969 წელს ყველა გამოკითხვით მე ვიყავი პირველ ადგილზე, მხოლოდ ქართველი ჟურნალისტების ხმები იყო დარჩენილი. მათ ერთხმად მუნტიანი დაასახელეს საუკეთესოდ და ამ უკანასკნელმა გადამასწრო.

- რატომ არ გადახვედით თბილისის "დინამოში"?
- ყველაფერი მწვრთნელ გივი ჩოხელის სულელურმა ფრაზამ გადაწყვიტა. ვკითხე: "გივი, მეგობარო, მითხარი, ძირითად შემადგენლობაში ვიქნები?" იმ დროისთვის უკვე მოსკოვის "ტორპედოდან" წასვლის ფურცელი მომცეს.

მე ველოდი, რომ ჩოხელი მეტყოდა: "რა კითხვებია, ანზორ, შენ ხომ სსრკ-ის მეკარე ხარ?!" მან კი მიპასუხა: "არ ვიცი, რომელიც უკეთესი იქნებით, ითამაშებს - ან შენ, ან ურუშაძე". გავბრაზდი, ხმამაღლა დავუძახე: "წადი შენი" და ყურმილი დავკიდე.

- ურუშაძეზე გაცილებით უკეთესი იყავით?
- 1962 წელს ნაკრებში რამდენიმე მატჩი ჩაატარა და ამით დაასრულა. სულ რაღაც აწუხებდა და ვერ თამაშობდა. ყურმილის დადებიდან 2 წუთში ზარი შემოვიდა. ვიფიქრე, ჩოხელი გონს მოეგო-მეთქი და თურმე "სპარტაკიდან" მირეკავდნენ: "ანზორ, გეყოფა თბილისთან საუბარი, ჩვენთან წამოდი" და ყველაფერი ასე დამთავრდა.

ჩემზე უკეთესი მხტომელი მეკარე არ მეგულება. მახსოვს, ცსკა-ს ვეთამაშებოდით, ძლიერად დაარტყეს, ნახტომში მოვიგერიე, დამატებაზე სწრაფი რეაქცია მქონდა, მესამედაც დაარტყეს და ისევ ნახტომში ავიღე. "არმიელებიდან" ვიღაცამ დაიძახა, ამას უკანალში ზამბარები ხომ არ აქვსო.

მაინც მიკვირს, რომ ისეთი მეკარეების ფონზე, როგორებიც იაშინი, ბანიკოვი, რუდაკოვი, პშინიჩნიკოვი იყვნენ, მაინც ორ მსოფლიო თასზე ვითამაშე. საერთოდ, მაღალ დონეს როგორ მივაღწიე ჩემი სიმაღლით. 178 სმ - ამ ზომის მეკარეეებს უკვე ვეღარ ნახავთ.

...

ქუთაისის "ტორპედოში" თამაშზე რას გვეტყვით?
- საქართველოდან არ მომეშვნენ. 1970-იანი წლების ბოლოს რაიკომის პირველი მდივანი ჩამოვიდა ჩემთან: "ანზორ, ძვირფასო, ქართველმა კარიერა საქართველოში უნდა დაასრულოს. იმდენს გადაგიხდით, რამდენსაც მოითხოვ". "სპარტაკიდან" ქუთაისში წამოვიდე? არაფრის დიდებით!"

იმ დღეს რესტორანში გავიარეთ და დავიშალეთ. 1 წლის შემდეგ ისევ მოვიდნენ. ვიცოდი, რომ კარიერა ბოლოსკენ მიდიოდა. დიდი ამბიცია აღარ შემრჩენოდა, ფული საკმარისად მქონდა, კარგად მიხდიდნენ და ბათუმელი მეგობრებიც სულ მიგზავნიდნენ რაღაცას. ვუთხარი, "ჯანდაბა, წამოვალ თქვენთან, ოღონდ იმ პირობით, თუ მერე მთავარი მწვრთნელი გავხდები".

ჩასვლიდან 6 თვე არც კი მათამაშეს. ვეძებდი იმ თანამდებობის პირს, მემალებოდა. მოსკოვში ჩამომაკითხეს, მთხოვეს, მეკარე დაგვემტვრა და იქნებ ითამაშოო. მეც რამდენიმე თამაში ჩავატარე.

ანზორ ამბერკოს ძე კავაზაშვილი 1940 წელს ბათუმში დაიბადა. კარიერა თბილისის "დინამოში" 1957 წელს დაიწყო, თუმცა 2 სეზონის განმავლობაში სსრკ-ის ჩემპიონატში მხოლოდ 5 მატჩი გამართა. 1960 წელს ლენინგრადის "ზენიტში" გადავიდა. შემდეგ იყო მოსკოვის "ტოპედო" და "სპარტაკი". 1972 წელს კარიერა ქუთაისის "ტორპედოში" დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 92 /
ხოდა იმიტომაც არ ერქმევა ამის სახელი.წავიდა , რუსებს შეუძლია იმიტომ, რომ ჯობდა კოტრიკაძე. სიჭინავაც გარუსებულია, არც იცის ქართული, მაგრამ ამაყობს, რომ დინამოელი იყო.ეს კიდევ ღამურასავითაა - არც ჩიტია და არც თაგვი. ეხლა მღერის, რუსები ამის სახელს არაფერს დაარქმევენ და უნდა ბათუმის სტადიონს დაარქვან. ხომ არის ბერძენი? თესალონიკში მოითხოვოს, იქაც მიართმევენ, არ უნდა?
: )))))))
17 ივლისი 2020 19:22
1
ანზორ-გარუსებულო, რაო რაო რა ბრძანეთ? ბათუმის სტადიონისთვის შენი სახელის დარქმევა უნდათ? შენ ეტყობა ან სიზმარი გაქვს ნანახი ან კიდევ ჭკუასთან საკმაოდ მოშორებით ხარ და სკლეროზმა გიწია.შენი სახელი მოსკოვის ტორპედოს სტადიონს დაარქვან.რა გაგიკეთებია ბათუმისათვის რომ ამ ლამაზმა არენამ შენი სახელი ატაროს?
ქობულეთიდან
17 ივლისი 2020 19:18
0
მიუხედავად ყველაფრისა, ბატონი ანზორი, ყველასთვის საამაყო ბათუმელი იქნება.
მალხაზი
17 ივლისი 2020 19:09
57
მიუხედავად რა ,,ყველაფრისა"?
მიშა
18 ივლისი 2020 19:43
0
ესეთი ხალხის ინტერვიუებიდან ჩანს ხოლმე რა ჩაწყობები და აფერისტობები მიდიოდა სსრკს ჩემპიონატში, 1 სიტყვა არ უნდა დაიჯერო თამადა კაცების იმენა დდდდდდ მერამდენე ინტერვიუა უკვე ამ თაობის ფეხბურთელთან და როგორც ჩვეულებრივი ამბავი ისე ყვებიან რო ფული შემომთავაზეს გოლის გაშვება მთხოვეს, ვითომ არაფერი. ესენი ვინც ყვებიან და ხმას იღებენ ისიც თორემ 95% იმ ფულსაც აიღებდა და გოლსაც გაუშვებდა, ამათი ჩათვლით დაჟე ვინც ამბობს არა მე არ ამიღიაო, ენდე სიტყვაზე მიდი დდდდ არავის არაფერი სუფთად არა აქვს მოგებული, მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, კი ააოხრებენ ამ კომენტარს მარა მაინც

პ.ს. "სხვაც ეგრე იყო" გამართლება არ არის, რაც არ შეიძლება არ შეიძლება
გავრიილ კაჩალინი
17 ივლისი 2020 19:09
2
ანზორი, უდაოდ დიდი მეკარე იყო და რომც არ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირის ნაკრებში არ იქნებოდა. მისგან არ მომწონს, რომ ყველა მეკარეებს ახსენებს და სერგო კოტრიკაძეზე, საქართველოს უდაოდ პირველ მეკარეზე, ხმას არ იღებს. არადა სერგო იმ წლებში, შესანიშნავ ფორმაში იყო, პირდაპირ დაფრინავდა და ანზორი სულ სათადარიგოში ჰყავდათ. როგორც სერგომ, ძირითადიდან იაშინი ვერ ამოაგდო, ასევე ანზორიმ, სერგოს ვერ აჯობა. ამიტომ წავიდა ანზორი მოსკოვში. ეს იცის მთელმა საქართველომ და ამას, რატომ არ ამბობს. თამაშების მოსყიდვაზე, გადაჭარბებით ტრაბახობს. როგორც ფეხბურთის 1954 წლიდან ძველ გულშემატკივარს, არ მახსოვს თბილისში რომელიმე გუნდს, შეგნებულად წაეგოს. ეს მოედანზე არვის გამოეპარება. პრიქით, მოგებისთვის, ყველა აქ იკლავდა თავს. არ მესმის, ბატონ ანზორის, ეს ზღაპრები რაში სჭირდება. ამას კომუნისტური პერიოდის დასაკნინებლად ჰყვება. ვთქვათ ასეც იყო. დღეს უარესი არ ხდება მსოფლიოს მასშტაბით ტოტალიზატორებში? სხვაზე, რომ არ ვისაუბროთ. ამიტომ, ნუ ვუჯერებთ ათას ჭორებს. გამოგვაშტერებს.
სიმართლე.
17 ივლისი 2020 18:55
1
ღალატს გამართლება ხომ უნდა და იგონებს რაღაცეებს,ტიპიური მოღალატე ცდილობს ასიამოვნოს პატრონი
კახა
17 ივლისი 2020 18:52
0
არც ბათუმელი ვარ და წარმოშობითაც არ ვარ ქართველი, მაგრამ ამ არაკაცის ინტერვიუმ სისხლი მომიწამლა. უმადური კაცი ყოფილა, გინდ ქართველი იყოს და გინდ-ბერძენი, რა მნიშვნელობა აქვს? მაგის დროს სსრკ-ში ქართული ფეხბურთი ყვაოდა, უამრავი ვარსკვლავი გვყავდა! ამან კი ისე წარმოაჩინა, თითქოს თამაშებს ფულით ვყიდულობდით...ამას მე ვუშვებ სამ ა ს ო ზ ე, და ვინც ამისი სახელი დაარქვას ბათუმის სტადიონს, იმას თქვენ მიხედეთ! "ბათუმის ჩელე-არენა", რევაზ ჩელებაძის სახელობის სტადიონი".ჩელეს საყურებლად "დუბლების" თამაშებზე ვინც დავდიოდით, იმათი აზრიც ასეთი იქნება, დამერწმუნეთ...თუ არა და ვარსკვლავების მეტი ვინ გვყავს, მეშინია, რომ ჩამოვთვალო-ვინმე გამომრჩება(თანაც არაერთი)
მოხუცი
17 ივლისი 2020 18:52
0
გაიხარეთ !
კახაბერი
19 ივლისი 2020 01:43
0
შენ თვითონ იძახ გარუსებული ვარო Dაშე ნაგავო შენისთანა ნაგავებს უნდათ ალბათ სტადიონს შენი სახელის დარქმევა, ნაგავი ხართ ყველანი შენი მომხრეები
გაგა
17 ივლისი 2020 18:41
1
ესეც კავაზოვია ალბათ,გადაიკეთოს გვარი მ,აინც ამ არაკაცმა,არ ეკერკება ქართული,ჩამოვიდეს ბათუმში,მისი სახელი დავარვი უკვე ძველ ბაზართან ტუალეტია...ოღონდ ქალების!!! რაებ როშავს ეს "მეკარე" კარგად მახსოვს მაგის თამაში ოღონდ უკანალის...
ბალანჩინი,გრუზინსკი.ბარათოვი
17 ივლისი 2020 18:40
0
ზოგიერთი ნაძირალასგან განსხვავებით, ეს კლიენტი მართლაც 99%-ანი ბერძენია და 1%-ანი ქართველი.
დ.დ.
17 ივლისი 2020 18:15
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული