ანზორ კავაზაშვილი: ქართული ფეხბურთი ეზოს გუნდების დონეზეა, ფეხბურთელები ევროპაში პურის ნაგლეჯისთვის გარბიან

AutoSharing Option
ბათუმში დაბადებულმა და გაზრდილმა, ამჟამად რუსეთის მოქალაქემ, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა nsn.fm-თან დსთ-ის საფეხბურთო ლიგის შექმნაზე ისაუბრა და საქართველოსაც შეეხო.

"მაგალითად, ქართული ფეხბურთი ეზოს გუნდების დონეზეა. სპორტსმენები ევროპულ კლუბებში საკუთარი იმიჯის შესაქმნელად და პურის ნაგლეჯის მოსაპოვებლად გარბიან.

ახლა საქმე უკრაინაზე რომ იდგეს, მე ვალერი გაზაევის პროექტს დავუჭერდი მხარს. თუმცა, პოლიტიკური სიტუაცია კიდევ დიდხანს არ მოგვცემს ჩემპიონატების გაერთიანების საშუალებას.

გაერთიანება კი სასურველი იმ შემთხვევაში იქნება, თუ შედეგს მოგვცემს. ამ შედეგის მოცემა შეუძლიათ თუ არა ბელარუსის, აზერბაიჯანისა და
ყაზახეთის გუნდებს, ამაზე პასუხის გასაცემად მზად არ ვარ", - თქვა კავაზაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
კავაზაშვილი ნამდვილად ბერძენია თანაც ბათუმელი. პიროვნულად მოხერხებული და თანაც კაცი იყო, ვორონინთან და სტრელცოვთანაც ძმაკაცობდა, ჩვენ ბიჭებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა.64 შიც შეგნებულად არ თამაშა, მასრომ არაფერი არ დაბრალებოდა... მეკარეც მაგარი იყო, თუმცა ჯერ იაშინთან იჩაგრებოდა, მერე კი რუდაკოვთან, 70 ში ამ უკანასკნელმა ტრამვა მიიღო და მსოფლიოზე თამაშები მას მისცეს. იქაც კარგად ითამაშა მაგრამ ურუგვაისთან დაიბნა და წაგების გოლი გაუშვა, თუმცა ურუგვაელმა მგონი გვარად ესპარაგომ აშკარა თამაშგარედან შემოსული ბურთი გაიტანა,მსაჯიც აშკარად შეცდა, არ უნდა ჩათვლილიყო ბურთი. კარგად დამამახსოვრდა კავაზაშვილი როცა ტორპედოში თამაშობდა და ჩეხოსლოვაკიის ერთ ერთ გუნდს ევროპის ჩემპიონთა გათამაშებაში ეთამაშებოდა, სადაც ერთ ერთი მოთამაშე კავაზაშვილს აშკარად ეუხეშებოდა თანც რაღაცეებს უძახდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა კავაზამ და ჯერ ერთ მეტოქეს მოსდო, მერე მეორესაც...რომელიც დასახმარებლად მოვარდა, თანაც ერთ ხელში ბურთი ეჭირა და ისე ურტყ
ავდა.
გიორგი
18:23 20-04-2022
0
სირცხვილი ის არის რომ 99% არ იცის რომ კავაზაშვილი არა ქართველი არამედ ბერძენია ეთნიკურად ისევე როგორც ომარ თეთრაძე.ეხლა ეგგეც რ მოგეწონებათ მაგრამ რას ცვლის?..
ბაჩო
13:59 20-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული