"ტუტოსპორტმა" Golden Boy 2020-ის პირველი რაუნდი კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გადალახა და მეორე რაუნდში გადავიდა.
წიტაიშვილს გამოკითხულთა 8%-მა დაუჭირა მხარი და მესამე ადგილზეა. მასზე წინ მხოლოდ ედუარდუ კუარეჟმა (სპორტინგი, 9%) და ალეხანდრო მარკესი (იუვენტუსი, 9%) არიან.
ცნობისათვის, ალფონსო დევისს (ბაიერნი) გულშემტკივართა 4%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ერლინ ჰოლანსა (დორტმუნდი) და მეისონ გრინვუდს (მანჩესტერი) 3%-მა.
პრიზის პრეტენდენტთათვის ხმის მიცემა "ტუტოსპორტის" საიტზე მიმდინარეობს. საბოლოოდ გამარჯვებული გულშემატკივრების და ჟურნალისტების ხმების რაოდენობით გაირკვევა.
პრიზის პრეტენდენტთათვის ხმის მიცემა "ტუტოსპორტის" საიტზე მიმდინარეობს. საბოლოოდ გამარჯვებული გულშემატკივრების და ჟურნალისტების ხმების რაოდენობით გაირკვევა.