ინგლისის თასის ნახევარფინალში "ჩელსიმ" 3:1 სძლია "მანჩესტერ იუნაიტედს".
1-ელ აგვისტოს "ჩელსი" ფინალში "არსენალს" დაუპირისპირდება, რომელმაც "მანჩესტერ სიტი" 2:0 დაამარცხა.
"იუნაიტედმა" იანვრის შემდეგ პირველად წააგო და მისი 19-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა. მანკუნიანურმა გუნდმა "არისტოკრატებთან" 2018 წლის მაისის შემდეგ პირველად განიცადა მარცხი - აქამდე ყველა ტურნირზე 4-ჯერ მოუგო და 2-ჯერ ფრეს დასჯერდა.
"მანჩესტერის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მეტოქეს ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად 48 საათით მეტი ჰქონდა, თუმცა ეს მათ წარუმატებლობას არ ამართლებს.
მანჩესტერ იუნაიტედი - ჩელსი 1:3
გოლები: ჟირუ (45), 0:2 მაუნტი (46), 0:3 მაგუაირი (74, საკ. კარში), 1:3 ბრუნუ ფერნანდესი (85, პენ)
"არსენალმა" "მანჩესტერ სიტი" თასიდან გამოისტუმრა და ფინალში გავიდა [VIDEO]