ფეხბურთელი ნინო გურგენიძე 19 წლის ასაკში გარდაიცვალა

AutoSharing Option
19 წლის ფეხბურთელი ნინო გურგენიძე 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ერთი წლის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.

"მართვეში" ნინო ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, იყო აზერბაიჯანის 17 და 19 წლამდე ნაკრების წევრი.

2019 წელს ჯანო ანანიძემ მას გერმანიაში ძვირად ღირებული ოპერაციის გასაკეთებლად თანხა გადაურიცხა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს ნინოს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული...ჯანოს რაშიც მოიკოჭლებს ყველამ ვიცით და ვლანძღავთ...სიკეთისთვის ცოტა მაინც რომ დავაფასოთ ურიგო არ იქნება. დარწმუნებული ვარ რომ ნინოს გარდაცვალებაც ძლიერ განიცადა. უფალი დაგიფასებს ჯანო.
emigranti
01:11 26-07-2020
0
ზედმეტად კარგი გოგო... ზოგჯერ, დაგვაფიქრებს ხოლმე ცხოვრება-რატო ხდება ასე. ძალიან გვატკინე გული ნინიკო. ღმერთმა გაანათლოს შენი ლამაზი სული
2

სიახლეები პოპულარული