"ჩელსის" ყოფილი ნახევარმცველი ოსკარი: ჩინეთის ნაკრების დახმარება შემიძლია

AutoSharing Option
"შანხაი სიპგის" ნახევარმცველი, რომელიც ადრე ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი იყო, აცხადებს, რომ მზად არის, ჩინეთის მოქალაქეობა მიიღოს და ეროვნული ნაკრების წევრი გახდეს.

"მე შემიძლია ვიფიქრო მოქალაქეობის შეცვლაზე. ჩემთვის რთულია, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მოვხვდე, რამდენადაც სუსტ ჩემპიონატში ვთამაშობ. მაგრამ ჩინეთში ხედავენ, რომ მაღალ დონეზე ვასპარეზობ. მათ ნაკრებში კარგი ნახევარმცველი სჭირდებათ. ამიტომ მგონია, რომ დახმარებას შევძლებ." - ციტირებს ბრაზილიელს The Daily Mail-ი.

შეგახსენებთ, ოსკარი "შანხაიში" 2017 წელს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ჩინურ კლუბთან ერთად მან 123 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 39 გოლი და
66 საგოლე გადაცემა განახორციელა.


მკითხველის კომენტარები / 4 /
მსოპლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებში რო ითამაშა ალბათ დაავიწყდა :)
L.J.
18:43 27-07-2020
0
ნათელი მაგალითი როგორ უნდა დაინგრიო კარიერა ფულის გამო .კაცი ბრაზილიის ნაკრების შეუცვლელი რვიანი ხარ და მიდიხარ სადღაც ჩინეთის ლიგაში საკცრებააა
ლეოოო
09:43 28-07-2020
0

სიახლეები პოპულარული