თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელები

AutoSharing Option
ფეხბურთში ხშირად ხდება, როცა გუნდის რომელიმე წევრის თამაში ნაკლებად ჩანს, თუმცა საკმაოდ შედეგიანია და გამარჯვებაში დიდი როლიც მიუძღვის. ასეთი ფეხბურთელები, პრაქტიკულად, ყველა გუნდში არიან. დღეს ვისაუბრებთ თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე დაუფასებელ საუკეთესო ფეხბურთელებზე.

მუსა დემბელე
www.ua-football.com

ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი გამოირჩევა კარგი დრიბლინგით, ზუსტი გადაცემებით, აქვს კარგი აღნაგობა, რისი მეშვეობითაც ორთაბრძოლებს ხშირად იგებს. უყვარს გუნდური თამაში და ბურთის ფლობაში საკვანძო ფიგურაა. მაშინ რატომ არავინ საუბრობს დემბელეზე? სავარაუდოდ, იმიტომ, რომ იშვიათად გააქვს გოლები. "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ყოფილი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მუსას ფეხბურთის გენიოსად მოიხსენიებს, არგენტინელი
სპეციალისტი კი ნიჭიერ ფეხბურთელებს იდეალურად გრძნობს.

ხამეს როდრიგესი
www.championat.com

ჯერ კიდევ 5 წლის წინ ხამეს როდრიგესი ისე თამაშობდა, რომ მსოფლიო მასში ფეხბურთის მომავალს და ნებისმიერი კლუბის უპირობო ლიდერს ხედავდა. მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა, ხამესს აღარ ენდობიან. ის კი უსარგებლო მოთამაშე გახდა. არც "რეალში" და არც "ბაიერნში" არათუ მაღალი, არამედ საშუალო შედეგიანობითაც არ გამოირჩევა.
მისი სატრანსფერო ღირებულება კი 2-ჯერ შემცირდა და ახლა 35 მილიონად ცდილობენ გაყიდონ.

გაბრიელ ჟეზუსი
Sportall.Ge

ნიჭიერ ბრაზილიელ ფორვარდს ძალიან უჭირს, "მანჩესტერ სიტის" ძირითად შემადგენლობაში თავი დაიმკვიდროს. ამასთან ერთად, დასაფასებელია გაბრიელის მებრძოლი სული. მან "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნის" შემოთავაზებები უარყო, გუნდში დარჩენა და აგუეროსთან კონკურენცია აირჩია. გასული სეზონის ბოლოს ჟეზუსმა მოულოდნელად განაცხადა, რომ აგუეროს დრო წარსულს ჩაბარდა და ახლა მისი გაბრწყინების ჯერია. თუმცა ეს სიტყვები არაფრად მიიღო "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ და დღემდე ენდობა სერხიოს.

რომელუ ლუკაკუ
gulfnews.com
როგორც იქნა, ლუკაკუმ საჭირო გუნდი იპოვა და თავი შესანიშნავად დაიმკვიდრა. წელს სერია A-ს ბობარდირის წოდებაზეც იბრძოდა, მაგრამ მაინც არ უფასდება მიღწევები. მაგალითად, FIFA-მ იტალიის წლის გუნდში არ დაასახელა. ფორვარდს ეს ფაქტი ძალიან ეწყინა. არადა, უხვ გოლებთან ერთად ის საგოლე გადაცემებსაც არიგებს, თუმცა აღიარება შესამჩნევად აკლია.

თქვენ ვინ გგონიათ დაუფასებელ მოთამაშედ?

მომზადებულია ზენ-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქარცხია კი თავისთავად კი ბაზარი არაა და მაგის გარდა კვეკვესკირი და გვალია არიან დაუფასებელი ფეხბურთელები
შაკო
16:34 29-07-2020
0
დაუფასებელი თუა, ხვიჩა ქარცხიაა (მერცხალი, ფოთი. გოლიკიპერი). ქალი არ გაატანეს.
ozeki.
15:15 28-07-2020
2

სიახლეები პოპულარული