უყვარს დაშას ფეხბურთელები და რა ქნას? - ერთი მეორით გამოიცვალა

AutoSharing Option
მართლაც მომხიბვლელია უკრაინელი მოდელი და ჟურნალისტი დაშა სავინა, უყვარს "ინსტაგრამზე" თავისი ფოტოების გამოფენა და კიდევ უფრო მეტად უყვარს ფეხბურთელები.

კარგა ხანი მეგობრობდა სავინა კიევის "დინამოდან" "დნიპროში" განათხოვრებულ 20 წლის თავდამსხმელ ვლადისლავ სუპრიაგასთან, მის არც ერთ მატჩს არ აცდენდა, მაგრამ დასცილდა. გაგიკვირდებათ უთუოდ, თუმცა ფაქტია, ფორვარდი ამის შემდეგ გაცილებით უკეთ ათამაშდა.

Sportall.Ge

არც დაშას დაუკარგავს დრო უქმად, უმალ იპოვა ვლადის შემცვლელი - დონეცკის "შახტარის" 21 წლის მცველი ვალერი ბონდარი.

სხვათა შორის, სუპრიაგა და ბონდარი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრები არიან და 2019 წელს
მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულები ერთად გახდნენ.

ალბათ, სწორედ ამაზეა ნათქვამი - "მეგობრობა გზად და ხიდად".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფული უყვარს მაგას, ფული....
კახი
10:55 08-08-2020
0
ერთი რამის სიყვარული,დაფარვა რომ სჭირდება...არც თუ მაინცდამაინც ჰფარავს,მაგრამ ჩავთვალოთ რომ ჰფარავს.აი ძალიანაც რომ არ ჰფარავს,ის უყვარს ყველაზე მეტად,ისე ვატყობ მე
სოსო
17:33 08-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული