ქვილითაიას შანსი? - ეჭვობენ, რომ იარემჩუკს კორონავირუსი აქვს

AutoSharing Option
hbvl.be-ს ცნობით, "გენტის" ფეხბურთელებმა კორონავირუსზე ტესტები ჩააბარეს და მხოლოდ უკრაინელი თავდამსხმელის, ივან იარემჩუკის შედეგი აღმოჩნდა დადებითი.

განმეორებითმა ტესტმა იარემჩუკის  COVID-19-ით დაინფიცირება არ დაადასტურა. თუმცა, 9 აგვისტოს ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში "სენტ-ტრუიდენთან" მისი თამაში საეჭვოა.

იარემჩუკი ახლა გუნდის წამყვან ფეხბურთელად ითვლება, ახალი ფორმების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ არ მისულა.

ამ შეხვედრის განაცხადში არ არის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.

განაცხადშია თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია. მას 25 წლის გერმანელი ტიმ კლიაინდინსტის (სიმაღლე
195 სმ) სახით ახალი კონკურენტი ჰყავს. ის მეორე ბუნდესლიგის "ჰაიდენჰაიმიდან" გადაიყვანეს (ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს), რომლის რიგებშიც გასულ სეზონში 27 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამავე გუნდიდან დაიმატა "გენტმა" "ბაიერნის" აკადემიის აღზრდილი 22 წლის ნახევარმცველი ნიკლას დორში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ ვიცი გული მწყდება მართლა, ქართველი ფეხბურთელის თამაში რო მხოლოდ კონკურენტის ავადმყოფობაზეა დამოკიდებული, სხვანაირად ვერ ახერხებენ კონკურენციის მოგებას
გულშემატკივარი
20:30 08-08-2020
0
ჩვენი ბიჭების ამბავი დამთავრებულააა
mesi
18:51 08-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული