ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, რივალდოს შვილმა რივალდინიომ შეიძლება კარიერა კიევის "დინამოში" გააგრძელოს, - იტყობინება Sport.ro.
25 წლის რივალდინიო თავდამსხმელია, რუმინეთის "ვიტორულში" თამაშობდა და მისი სამსახურით აგრეთვე "კრაკოვია", "ლეგია" და გაერთიანებული საემიროების ერთი გუნდია დაინტერესებული.
რივალდინიომ გასულ სეზონში რუმინეთის ჩემპიონატის 28 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რივალდოს შვილი რუმინეთიდან ბულგარეთში გადაბარგდა
რივალდოს შვილის მამის გზაზე - ეფექტური გოლი "ატლეტიკის" კარში [VIDEO]