ვერ გეტყვით რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ Sport24-ის ცნობით, მოსკოვის "სპარტაკის" 26 წლის კაპიტან გიორგი ჯიქიას ამ ზაფხულში "ნაპოლიში" გადასვლის ვარიანტი ჰქონდა.
გამოცემის მტკიცებით, "სპარტაკის" მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ პირადად სთხოვა კლუბის პრეზიდენტ ლეონიდ ფედუნს ჯიქია არ გაეყიდათ და საქმე მოლაპარაკებამდეც კი არ მისულა.
ჯიქია "სახალხო გუნდში" 2017 წლიდან თამაშობს, მის რიგებში 104 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ფასი კი 9 მილიონი ევროა.
ჯიქია "სახალხო გუნდში" 2017 წლიდან თამაშობს, მის რიგებში 104 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ფასი კი 9 მილიონი ევროა.