ბელარუსი ფეხბურთელი: ვიდრე ლუკაშენკო პრეზიდენტია, ნაკრებში არ ვითამაშებ

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს 20 წლის თავდამსხმელი ილია შკურინი ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩისათვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, მაგრამ ის თამაშზე უარს აცხადებს.

მან ბელარუსში მიმდინარე მოვლენების გამო განაცხადა, რომ სანამ ქვეყნის პრეზიდენტი ალეკსანდრე ლუკაშენკოა, ეროვნულ გუნდში არ იასპარეზებს.

"ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრის თაობაზე ისევ სოციალური ქსელიდან ვიგებ, ამიტომ ჩემს პასუხს აქ ვწერ.

ეროვნული გუნდის ღირსების დაცვაზე უარს იქამდე ვაცხადებ, ვიდრე ლუკაშენკოს რეჟიმი მოქმედებს. ჟივე ბელარუს", - წერს შკურინი "ინსტაგრამზე".

მის შესახებ ბელარუსულ გუნდებში
ნამუშევარმა მწვრთნელმა ანატოლი ბაიდაჩნიმ თქვა, რომ არც მთლად ისეთი ვარსკვლავია, ნაკრები მის გარეშე ფონს ვერ გავიდეს და ფეხბურთს ლუკაშენკოს გამო ხომ არ თამაშობსო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გასული საუკუნის 60-ანი წლებია.ამერიკა ვიეტნამთან ომობს.საბჭოთა მუშათა კლასი აპროტესტებს...მიხო კაკლის ჩრდილშია წამოწოლილი,გადმობრუნდა და ჩემდა თავად,მეურნეობაში სამუშაოდ გამსვლელის დედაც,სანამ ამერიკა ვიეტნამიდან ჯარებს არ გაიყვანსო.
სოსო
20:53 01-09-2020
1
შენ ბიჭო, რამხელა წარმოდგენა გქონია შენს თავზე???!!! ვის ექაჩები, რომ ექაჩები?! სირო! ვინ გათამაშებს შენ ნაკრებში?! ნაკრებში კი არა ღელის პირასაც ვერ ითამაშებ ფეხბურთს
aburjga
18:40 16-08-2020
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული