წიტაიშვილს კიევის "დინამოს" ლიდერობა უნდა, საქართველოს ნაკრებში თამაში - არა

AutoSharing Option
არ გაიცვლების სამშობლო სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!...
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა…
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!…

კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელია გიორგი წიტაიშვილი. მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონიც გახდა, სადაც ფინალში ჩინებული გოლი გაიტანა; ამბიციურიცაა, კიევის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებასაც ცდილობს; საუბარიც ეხერხება და მწვრთნელთან რევერანსების გაკეთებაც. ამას წინათ მირჩა ლუჩესკუ აქო და ადიდა. მოკლედ, მიზანდასახულია, ლიდერული თვისებებიც გააჩნია, მაგრამ ზედმეტად პრაგმატულია. ადრე განაცხადა, რომ ეროვნებით ქართველია, მაგრამ
უკრაინამ მეტი მისცა და ამ ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა სურს. არ მეგულება ერთი სუბიექტის, გიორგი ჯიქიას (ადრე თქვა, ქართველი არ ვარო) გარდა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც "ჯვაროსანთა" რიგებში თამაშზე არ ოცნებობდეს. რას იზამ, იშვიათი გამონაკლისებიც არსებობენ და გიორგიც, ალბათ, ერთ-ერთი მათგანია. სამშობლო მიცემ-მოცემობით არ იზომება და ვისაც ეს არ ესმის, ახსნასაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. არჩევანში ხომ ყველა თავისუფალია. თუმცა, ეგებ გამოერკვეს და შემდეგ სანანებლად არ გაუხდეს საქმე, თორემ ჩვენს ეროვნულ გუნდს მის გარეშეც უარსებია და როგორმე იარსებებს კიდეც, სახვეწარი კი არავისთან არაფერი გვჭირს.

მან წინასასეზონო მზადებისას შემდეგი განაცხადა: "ახლა ჩვენი ამოცანაა პრესინგიდან გამოსვლა და მოწინააღმდეგის პრესინგი კარგად ვისწავლოთ. ამიტომ ვიწრო მოედანზე ვვარჯიშობდით, რათა ერთად ბევრნი ვყოფილიყავით, არ ყოფილიყო ზედმეტი ზონა და ჩვენი მცველები ამას მიჩვეულიყვნენ.

როდესაც მწვრთნელი გვესაუბრება, ეს ყოველთვის დიდი მოტივაციაა. ასეთი გამოცდილი დამრიგებელი ხომ დიდი იშვიათობაა. ყველაფერს, რასაც გვეუბნება, მყისებრ აღვიქვამთ და ვიმახსოვრებთ, რადგან აქ, პირველ რიგში, ჩვენ დასახმარებლად მოვიდა.

ჩემი მიზანია "დინამოს" ლიდერი გავხდე. ჩემთვის ეს მშობლიური კლუბია, რომელმაც ბევრი რამ მომცა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მინდა აქ მაქსიმალურ შედეგებს არა მარტო ჩემთვის, არამედ გუნდისთვის მივაღწიო და გუნდის ისტორიაში შევიდეთ", - ციტირებს წიტაიშვილს კლუბის საიტი.

გუნდის ლიდერად გახდომის შანსის გამოყენების დაწყების შესაძლებლობა კი მას უკვე 21 აგვისტოდან მიეცემა, როდესაც უკრაინის მორიგი ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

ჰოდა, ვნახოთ, გახდება თუ არა "დინამოს" ლიდერი და საბოლოოდ რომელ ნაკრებს აირჩევს.

მკითხველის კომენტარები / 46 /
რა სისულელე გიწერიათ, რატო უნდა იოცნებოს უკრაინაში ცხოვრების 90% გატარებულმა ადამიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშზე ცოტა იაზროვნეთ. წარმოიდგინეთ მის ადგილას თავი, უკრაინაა მისი სამშობლო. უკრაინა კი არა ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება ყოფილიყო სადაც დაიბედებოდა მაგალითად თუნდაც მექსიკა.
!!
02 სექტემბერი 2020 08:34
3
აბა დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა და საკლუბო დონეზე მაგას ნახავთ ან გორის დილაში ან ლოკომოტივში და მერე მე ვიკაიფებ მაგრათ ამ ყველაფერზე ეტყობა მაგან არიცის კარგათ სად არის
Gio
22 აგვისტო 2020 16:49
0
მსოფლიოს ჩემპიონი წიტაიშვილი.
შესწორება
21 აგვისტო 2020 17:39
2
უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონია ადამიანი თანაც ფინალში ძალიან ლამაზი გოლის ავტორი და აქ მოღალატეს ეძახიან. ასე ვიცით ქართველებმა დაფასება, თუ ვინმე წარმატებას მიაღწევს ტალახი უნდა ესროლონ. სტატიის ავტორი რაღაცას რომ ჩალიჩობს ამ სტატიით აშკარაა. წარმატებები წიტაიშვილს.
ზუგდიდი
21 აგვისტო 2020 17:21
6
აქ რატომ უნდა დააფასონ უკრაინის ნაკრების სახელით რომ რამეს მიაღწია??? რა დავუფასოთ საქართველოსტვის ქვა-ქვაზე დადო ?? ძლაიან კარგი დაფასება იციან ქართველებმა და გულშემატკივრობაც. ქართველს ქართველები დავაფასებთ და ეს უკრიანელი უკრაინამ დააფასოს.
ზუგდიდი-ს
04 სექტემბერი 2020 20:15
0
ამ სტატიის ავტორს ეტყობა პირადი მტრობა ამოძრავებდა როდესაც ამ სტატიას წერდა. რადგანაც არაფერს ამბობს ეს ადამიანი ცუდს საქართველოზე, პირიქით, როგორც ეტყობა ჭკვიანი ტიპია, და მადლიერების გრძნობა გააჩნია, რადგანაც აფასებს უკრაინას რომელმაც მას შეუქმნა ის პირობები რომ გამხდარიყო ის ვინც გახდა. სამწუხაროდ საქართველომ ვერ შესძლო მისთვის შეექმნა ისეთი პირობები როგორიც მის ნიჭს განვითარებაში ხელს შეუწყობდა. ჟურნალისტს ობიქტურად შევაფასებდი ის რომ ქართული ფეხბურთის რეალურ პრობლემებზე საუბრობდეს და ამ პრობლემებში წიტაიშვილის ბრალს წარმოაჩენდეს, მაგრამ არა, ავტორი დგება და 20 წლის პერსპექტიულ ფეხბურთელს ლამის მოღალატეს ეძახის, მართალია არაპირდაპირ, ირიბად, ლექსით და სხვადასხვა მაგალითებით, მაგრამ სტატიის მსგავსი შინაარსით აღწევს იმას რომ შემდეგ კომენტარებში მას მოღალატე დაუსახონ. და რატომ უნდა მოუნდეს ნორმალურ ფეხბურთელს ასეთ გარემოში ან თამაში ან ცხოვრება.
დათო
21 აგვისტო 2020 17:01
2
ნუ ტენით ამ სპორცმენებს პოლიტიკაში, თავიანთი სამსახური აქვთ და მუშაობენ იქ სადაც თავს კომფორტულად გრძნობენ და მეტს უხდიან. რატომ არ ეძახით მოღალატეს მოხუცის მომვლელ ქართველებს რომლებიც სხვა ქვეყანაში მუშაობენ, იქნება გვეთქვა რომ ისინი მოღალატეები არიან რადგანაც სხვა ქვეყნის მოხუცებს უვლიან და არა აქაურებს. და ასე ნებისმიერ სხვა პროფესიაში. მგონი შური უფრო ალაპარაკებს იმ კომენტარის ავტორებს რომლებიც მოღალატეს უწოდებენ წიტაიშვილს. საქართველოს არაფერი შეემატება წიტაიშვილი თუ აქ ითამაშებს მაგრამ საკუთარ ცხოვრებას გაიფუჭებს. ასე რომ ცივი წყალი დალიეთ და უყურეთ ფეხბურთს.
დიმიტრი
21 აგვისტო 2020 16:39
5
Არ უნდა და მორჩა...არც ნაკრებს უნდა ეგეთი ფეხბურთელი რომელიც რაღაცაში ყოყმანობს.ყავს საქართველოს არანაკლები ტალანტები,ჯობია მათ განვითარებაზე ვიზრუნოთ.
Levan
21 აგვისტო 2020 16:27
2
ხოდა დაანებეთ თავი, რომ გახდება ლიდერი მერე დაწერეთ ერთი სტატია და მორჩა.
ddgfdf
21 აგვისტო 2020 15:43
1
ქვეყანაში, სადაც ომის ვეტერანს პენსია აქვს 40 ლარი, სადაც მაღაროელს 600 ლარი აქვს, იმ ქვეყნის გულისთვის თავს ვინც არ გაწირავს, მაგ ხალხის მესმის ძალიან კარგად, იმის და მიუხედავად რომ მათ კატეგორიას არ მივეკუთვნები
Megreli
21 აგვისტო 2020 14:22
7
ეს ხალხი და ის ხალხი ერთი კატეგორიაა ვინც 40 ლარის უნიშნავს პენსიონერებს. თავის ინტერესებს რომ აყენებს უფრო მაღლა ვიდრე სახელმწიფოსას და სხვა თანამემამულეების. ასე რომ თუ ერთის გესმით მეორესიც უნდა გესმოდეთ. რეალობა ის არის რომ ერი ვართ ასეთი, იოლად დამთმობი მოღლატეობრივი, და ეს სახელმწიფოც ამ ერის სახეა
თ.ბ.
21 აგვისტო 2020 15:15
2
რა გაუტრაკეთ წიტაიშვილს საქმე ამ ვაიპატრიოტებმა. არ უნდა და ნუ უნდა...გვარი კი არ არის მთავარი, არამედ ვინ აკეთებს საქართველოს საქმეს ის.
საბა
21 აგვისტო 2020 13:52
1

სიახლეები პოპულარული