"შახტარის" ცენტრალურმა მცველმა ნიკოლაი მატვიენკომ შეიძლება კარიერა "ნაპოლიში" გააგრძელოს.
ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება, რომ 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
"ნაპოლი" უკრაინელით იმიტომ დაინტერესდა, რომ დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და მარცხენა ფლანგზეც.
"ნაპოლი" უკრაინელით იმიტომ დაინტერესდა, რომ დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და მარცხენა ფლანგზეც.
მატვიენკოს სამსახურით აგრეთვე "ლიდსია" დაინტერესებული, ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" ეპატიჟებოდნენ.
მან უკრაინის გასული ჩემპიონატის 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.