გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატზე პოკერი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პირველი დივიზიონის პირველ ტურში "სერენმა" სტუმრად ბექა ვაჩიბერაძის "ლომელი" 5:3 დაამარცხა და ამ მატჩში პოკერი 19 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა.

ჟორჟმა გოლები მე-10, 50-ე, 55-ე და 71-ე წუთებზე გაიტანა, 90-ე წუთზე კი შეცვალეს.

მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული, საფრანგეთის მოქალაქეა, "მეციდან" "სერენში" კი სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული. მან საკონტროლო მატჩში "გენტის" კარიც დალაშქრა.

რაც შეეხება ვაჩიბერაძეს, განაცხადში არ ყოფილა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჯერ აცადეთ ითამაშოს კიდევ. ასე ერთი თამაშით უკვე ნაკრები? ვინც გოლს გაიტანს ყველას ნაკრებში კი არ უნდა დაუძახონ. დაკვირვებაა საჭირო, ვისაც ეხება ეს უნდა დააკვირდეს რამდენიმე მატჩი. თორემ ისე გამოდის წითელ დიპლომზე რომ დაამთავრო უნივერსიტეტი და ხვალ უკვე მინისტრად გაგიშვან.
დავით67
19:40 25-08-2020
0
ოღონც ამ ბიჭს გიორგი უნდა დავუძახოთ ქართულად,ფრანგულად რატომ ეძახიან ეს ჩვენი ჟურნალისტები ვერ გამიგია,ჟორჟი არა კოწია...გიორგი დაუძახეთ,გიორგიიი
ბაჩი
11:52 25-08-2020
3

სიახლეები პოპულარული