ეს დამპალი საქციელია - წიტაიშვილმა თანანაკრებლის მიერ თანანაკრებლისათვის გოგონას "აწაპვნაზე" კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
უკრაინელი მოდელი დაშა სავინა კიევის "დინამოს" თავდამსხმელ ვლადისლავ სუპრიაგას მეგობარი გოგონა იყო, შემდეგ ის მიატოვა და "შახტარის" მცველ ვალერი ბონდართან გააბა რომანი. სუპრიაგა, ბონდარი და კიევის "დინამოს" ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონები გახდნენ. წიტაიშვილმა თანანაკრებლის საქციელზე კომენტარი "იუთუბის" არხზე, გადაცემა "ОТДУШИВДУШУ"-ში გააკეთა.

"ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ეს ხომ ჩემი საქმე არაა. მე, პრინციპში, ყველაფერი ვიცი, რაც მოხდა. თუ გინდათ გაიგოთ, სუპრიაგას ჰკითხეთ, ან ბონდარს.

ფეხბურთი - ეს სოფელია. ვინც რა გააკეთა, უკვე ყველა საქმის კურსშია. მე
მგონია, სპორტში ყველაფერი ამდაგვარად ხდება. პირადად ჩემთვის ეს არანორმალურია. ჩემი აზრი გამოვთქვი, არაფერი ცუდი არ დავწერე, უბრალოდ განვაცხადე, რომ ეს ლამაზი არ არის. პლუს, სუპრიაგას მხარი დავუჭირე.

რამდენადაც მესმის, ისინი ერთმანეთს არ უნდა დაელაპარაკონ. ვლადი მას ხუთი წელი ხვდებოდა. ღმერთი ყველაფერს ხედავს, ყველაფერი იცის. ჩემი აზრით, ეს დამპალი საქციელია.

ის, რაც მე პოპოვთან ერთად ვიცი, ყველაფერი ვნახეთ, სხვას კი არ უთქვამს. ეს მართლა ვნახეთ, ყველაფერი კარგა ხანია ვიცოდით და არა ის, რომ ვიღაცამ გვითხრა. ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ, დიდი ხანია ვიცოდით. მომავალში ძველებურად ვერ ვიურთიერთებთ".

აღსანიშნავია, რომ წიტაიშვილის გამონათქვამმა დიდი და დადებითი რეაქცია გამოიწვია და ინტერნეტმომხმარებლებმა მისი პოზიცია ძალიან მოიწონეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სხვათაშორის იყო უკრაინელი გენეტიკოსი ლისენკო, რომელიც ამტკიცებდა, რომ მელიას ლეკვი, კურდღელმა რომ გაზარდოს გაკურდღლდება და ბალახის ჭამას დაიწყებსო (სხვათაშორის ამ გენიალური აღმოჩენისათვის ის სტალინმა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აარჩევია). კაცი უკრაინაში გაიზარდა და ხასიათში რაღაც ქართული, რომ გამოყვა არ გიკვირთ?
ჟორა
02 სექტემბერი 2020 09:03
9
ლისენკო გენეტიკოსი იყო?!მან ფიზიკურად გაანადგურა, საბჭოთა კავშირში ახლად შექმნილი გენეტიკური კვლევის მიმართულება,როგორც ანტისაბჭოთა და ანტიმეცნიერული მეთოდი,მის მიმდევარ მეცნიერებთან ერთად და სულ ცოტა 20-25 წლით უკან დასწია,საბჭოთა სოფლის მეურნეობის განვითარების დონე.ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა,ქვეყანამ თავისი არსებობის განმავლობაში ვეღარ შესძლო და შექმნილმა სასურსათო კრიზისმა,საბოლოო ჯამში ამხელა ქვეყანა, დაშლამდე მიიყვანა.სხვა ფაქტორებიც რა თქმა უნდა იყო,მაგრამ ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი,სწორედ ეს იყო.
სოსო
31 იანვარი 2022 14:54
0
სწორედ მაგ პერიოდში დაიწყო სსრკში გენეტიკაზე მუშაობა რამდენიმე მეცნიერმა,მაგრამ ლისენკო,მათ რიცხვში ნამდვილად არ შედიოდა.პირიქით,ის არ ცნობდა გენეტიკას და თვლიდა,რომ გარემო პირობები იწვევს ცვლილებებს,ისეთი ტიპისასაც კი,რაც შენ მოიტანე მაგალითად.საბჭოთა სისტემა მის ცრუმეცნიერულ დასკვნებს გაჰყვა და ნამდვილი გენეტიკოსები,ერთი მეორის მიყოლებით გაგზავნა საფლავში.ლისენკო იყო ყველაზე ოდიოზური ფიგურა საბჭოთა მეცნიერებაში და უზარმაზარი ზარალი მიაყენა როგორც მეცნიერებას,ისე სოფლის მეურნეობასაც.მის გარეშე ხომ თითსაც ვერავინ გაატოკებდა სოფლის მეურნეობის დარგში
სოსო
02 სექტემბერი 2020 10:57
1
მე არაერთხელ დამიწერია, შეკვეთილია სტატიები წიტაიშვილზე.აბა რას უნდა მივაწეროთ,თითქმის ყოველდღიურად იდება სტატიები "ქართველ" ფეხბურთელზე,მაშინ როდესაც სავსეა რუსეთიც და უკრაინაც სხვა "ქართველი" ფეხბურთელებით.მათზე სიტყვას არავინ ძრავს,არადა იმ დანარჩენებისაგან მეტი შანსია დაუბრუნდნენ ფესვებს ვიდრე წიტაიშვილი.აკაკი გოგია მომიკითხე ავტორ
სამწუხაროდ
02 სექტემბერი 2020 03:29
1
მამამ და მამის ცნობილმა საძმაკაცომ უთხრეს რომ შენი სამშობლო უკრაინაა და ემსახურება სამშობლოს.
კახა
02 სექტემბერი 2020 01:48
4
ქალის გამოცვლა თუ დამპალი საქციელია, საინტერესოა, სამშობლოს გამოცვლას როგორი საქციელი უნდა ეწოდოს?!...
ახწ
02 სექტემბერი 2020 01:06
6
ოხ, იკაცა? ამაში კი გამოავლინა ქართული ხასიათი, სხვა რამეში მაინც ვერ გამოადგა სამშობლოს
grisha
02 სექტემბერი 2020 00:45
3

სიახლეები პოპულარული