ბელარუსები საქართველოს ნაკრებთან დამარცხებას არც კი განიხილავენ

AutoSharing Option
ოთხშაბათ საღამოს მინსკის "დინამოს" სტადიონზე ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია მოაწყო. ეროვნული გუნდისთვის ფორმა კვლავ იტალიურმა კომპანია Macron-მა დაამზადა, რომელთანაც თანამშრომლობა 2022 წლამდე გააგრძელეს. ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ბაზანოვმა "პრესბალს" ექსლუზიური ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ინტერვიუს ჩვენთვის საინტერესო ამონარიდს.

- ფორმა გვაქვს, ახლა ნაკრებისგან ყველა ლამაზ თამაშს ელის. დღეს ბიჭებს ვესაუბრე. ყველა კარგ ხასიათზეა, საუკეთესოდ თამაშს აპირებენ. ბუნებრივია, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებები. იმედია, ახალი ფორმა წარმატებებს მოგვიტანს. უახლოესი ამოცანები - ერთა ლიგაზე ალბანეთთან და ყაზახეთთან თამაშები და ბუნებრივია, ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი მატჩი - ერთა ლიგის პლეი-ოფი საქართველოსთან, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართება.

- როგორი მოლოდინი გაქვთ ნაკრებისგან ერთა ლიგის მორიგ გათამაშებაზე?
- მიზანი მხოლოდ ერთია - პლეი-ოფში გასვლა და შესაბამისად, В ჯგუფის საგზურის მოპოვება. სხვა ამოცანებზე საუბარიც კი არ შეიძლება.

- ხედავთ თუ არა პლუსს იმაში, რომ  უმეტესობისგან განსხვავებით, კორონავირუსის გამო ჩვენი ჩემპიონატი არ შეწყვეტილა?
- რა თქმა უნდა, ეს დაგვეხმარა. ეს ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტის "დინამოს" მატჩებიდანაც გამოჩნდა. იმედია, ეს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებსაც დაეხმარება.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის 8 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ავᲦანეᲗის ნაკრებია Თუ საქარᲗველოსი? წვერი გაიპარსეᲗ!!! Თურქები ცდილობენ ევროპელებს დაემსგავსონ და Თქვენ რა გᲭირᲗ პირველ ევროპელებს? რამ დაგაგოიმაᲗ ასე?
ზურა
10:39 05-09-2020
0
ვაისმა ზუსტად ამგვარ მეტოქეებთან უნდა მოახდინოს ხავერდოვანი თაობათა ცვლა, ამერიკელებს მადლობა, Жано- красава,
კოსტა
16:20 04-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული