ალბანეთმა ბელარუსის ნაკრები პირწმინდად დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგაზე დღეს ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე მეტად ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების ევროპირველობაზე გასვლისათვის პლეი-ოფის ნახევარფინალში მეტოქის, ბელარუსის თამაში აინტერესებდა.

ბელარუსები ალბანეთთან საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდნენ. ანგარიში სრულად არ ასახავს შეხვედრის სურათს, რადგან სტუმრებმა მასპინძლები ძალიან დაჯაბნეს, შეიძლება ითქვას, მოედანზე ორი სხვადასხვა კლასის გუნდი იყო.

ალბანელების მაღალ პრესინგს მარხელის შეგირდებმა ვერაფერი დაუპირისპირეს, მათი მეტოქე გაცილებით უფრო სწრაფად და კომპაქტურად თამაშობდა და პირველ ტაიმში დაწინაურდა კიდეც - 20 მეტრიდან გოლი ციკალეშმა გაიტანა.

მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ბელარუსები შეტევაზე დიდი ძალებით გადავიდნენ, ზურგი
მოუშიშვლდათ და სწრაფი კონტრშეტევისას ბარემ მეორედ დალაშქრა გუტორის კარი.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსებმა მოწინააღმდეგის კარში ერთადერთხელ დაარტყეს - 87-ე წუთზე შორიდან და სტრაკოშა ბურთს ადვილად დაეუფლა.

მინსკი. „დინამო“
ბელარუსი - ალბანეთი 0:2
გოლები: 0:1 ციკალეში (23), 0:2 ბარე (79)

მკითხველის კომენტარები / 8 /
საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას იმედი მაქვს.მხოლოდ მაგათ გამო თუ ვუყურებ ამ ეროვნული ნაკრების თამაშებს.
კარგით რა
16:37 05-09-2020
4
ალბანელებს თამაში უსწავლიათ, მაგრამ მაინც ჩვენი ბულკები არიან
სააკაძე
11:57 05-09-2020
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული