კორონავირუსის გამო ჩეხეთის ნაკრებში 22 დებიუტანტს უხმეს

AutoSharing Option
ჩეხეთის ნაკრებში გამოძახებული 24 ფეხბურთელიდან 22 დებიუტანტია

ადრე გამოძახებულმა ნაკრების ყველა მოთამაშემ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეკრება დატოვა და მათ ნაცვლად სხვებს უხმეს.

ადრე ამ 22-დან ეროვნულ გუნდში მხოლოდ 36 წლის მცველ რომან გუბნიკს და 30 წლის თავდამსხმელ სტანისლავ ტეცლს უთამაშიათ. თუ მატჩში მონაწილეობა 17 წლის ნახევარმცველმა ადამ კარაბეკმა მიიღო, ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება, რომელსაც ჩეხეთის ნაკრებში უთამაშია.

7 ოქტომბერს ჩეხეთის ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში შოტლანდიას შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა სისულელეა, ესეთ დროს უნდა გადაიდოს თამაში!
გიორგი
13:48 07-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული