პსჟ-მა დაადასტურა, რომ გუნდის ფეხბურთელები: ნეიმარი, ანხელ დი მარია და ლეანდრო პარედესი კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები. მათმა ტესტებმა დადებითი პასუხები აჩვენა. ისინი დასასვენებლად იბიცაზე იმყოფებოდნენ.
კორონავირუსი აგრეთვე "რეალის" მეკარე ტიბო კურტუას დაუდასტურდა. საბოლოო დიაგნოზს მას სისხლის ანალიზის შემდეგ დაუსვამენ და თუ მართლა დაინფიცირებულია, ბელგიის ნაკრებს ერთა ლიგის ორ უახლოეს მატჩში ვერ დაეხმარება - 5 სექტემბერს დანიასთან და 8 სექტემბერს ისლანდიასთან.