რუსეთში თამაში რუსებსაც არ უნდათ - ჩერიშევმა უარი დიდ ფულზე თქვა

AutoSharing Option
"ვალენსიასა" და რუსეთის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა დენის ჩერიშევმა რუსეთის პრემიერლიგაში გადასვლაზე უარი განაცხადა და დიდი ფული არაფრად ჩააგდო. 

Superdeporte-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელს "კრასნოდარმა" იმაზე გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზა, რაც ახლა "ღამურების" რიგებში აქვს, თუმცა ჩერიშევს ლა ლიგაში დარჩენა და "ვალენსიაში" თამაში სურს.

მართალია, "ვალენსიას" რუსის სანაცვლოდ კარგი თანხის მიღება სურს, თან ჩერიშევის, კლუბის საზომებით, მაღალ ხელფასსაც მოიშორებდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და სამშობლოში დაბრუნება ჯერ არ სურს. 

დენის ჩერიშევი მადრიდის "რეალის" აღზრდილია. "ბლანკოსის" რიგებში სულ 7 მატჩი ჩაატარა
და 1 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს "ვალენსიაში", "ვილიარეალსა" და "სევილიაში" იყო განათხოვრებული.

"ღამურებმა" ჩერიშევის იჯარით მეორედ აყვანის შემდეგ მისი გუნდში დატოვება გადაწყვიტა. რუსს "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. 

altლიონელ მესის ტორპედო "წყალქვეშა ნავს", მამა-შვილი პიკეები და ჩერიშევები

მკითხველის კომენტარები / 6 /
რავი მაგენის ნაკრები კი იფენს ბოლო პერიოდში ყველას ვინც შეხვდათ და საკმაოდ მაღალ დონეზე არიან ფუტბალში ოკუპანტები.
Asprily
07 სექტემბერი 2020 13:41
16
უკრაინასაც მასე ეგონა მაღალ დონეზე ვართ და ვიფენთ ყველასო, მარა მოსვა ესპანეთმა ერთ ადგილას, იგივე მოუვა რუსეთსაც დიდი ხანი არ დააგვიანდება.DD
yyyy
07 სექტემბერი 2020 17:52
5
ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა,პასპორტი აქვს მხოლოდ რუსული.ცხადია ესპანეთში დარჩენა ურჩევნია.პ.ს.ფული ყველას არ აგიჟებს
L.J.
07 სექტემბერი 2020 15:28
1
ვის იფენს. მეოთხედფინალი არის მათთვის ისტორიაში საუკეთესო შედეგი ამხელა ქვეყანაა თავი რაღაცად მოაქვთ და არასდროს მეოთხედფინალს არ გაცდენიან )))
Asprily-ს
07 სექტემბერი 2020 15:56
6
და საქართველო ვის იფენს თუ პირიქითაა მაგ საქმე და მხოლოდ მეთევზე მეკალბასე და ფერმერებს უწიოკებს დაცვას.
Asprily
07 სექტემბერი 2020 20:27
3
სხვას რომ დასცინო, მასზე უკეთესი ხომ უნდა იყო?
გიო
01 ოქტომბერი 2020 14:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული