ერთა ლიგა. II ტური: იტალიამ ნიდერლანდებს, პოლონეთმა კი ბოსნიას მოუგო - ჰოლანმა ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
7 სექტემბერს, ერთა ლიგის მეორე ტურში 8 მატჩი ჩატარდა.

იტალიამ ბარელას მიერ პირველი ტაიმის დასასრულს გატანილი გოლით გასვლაზე 1:0 მოუგო ნიდერლანდებს. "სკუადრა აძურა" 2018 წლის სექტემბრის შემდეგ დაუმარცხებელია - მანჩინის გუნდმა ბოლო 13 შეხვედრაში 12 გამარჯვება იზეიმა.

პოლონეთმა დაძაბულ ბრძოლაში ზენიცაში 2:1 სძლია ბოსნიას.

ნორვეგიამ სტუმრად ჩრდილოეთი ირლანდია 5:1 გაანადგურა. ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა ჰოლანმა, მან დუბლი შეასრულა და წელს მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 19 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ჩეხეთის ნაკრებმა კორონავირუსის გამო მთელი გუნდი გამოცვალა, შოტლანდიას მეორე შემადგენლობით
დაუხვდა და 1:2 წააგო.

ლიგა A. 1 ჯგუფი

ზენიცა. „ბილინო პოლე“
ბოსნია - პოლონეთი 1:2
გოლები: 1:0 ჰაირადნოვიჩი (24, პენ), 1:1 გლიკი (45), 1:2 გროსიცკი (67)

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“
ნიდერლანდები - იტალია 0:1
გოლი: ბარელა (45+1)

ლიგა B. 1 ჯგუფი

კლაგენფურტი. „ჰიპო-არენა“
ავსტრია - რუმინეთი 2:3
გოლები: 0:1 აიბეცი (3), 1:1 ბაუმგარტნერი (17), 1:2 გრიგორე (51), 1:3 მაქსიმი (70), 2:3 ონისივო (81)

ბელფასტი. „უინძორი“
ჩრდ. ირლანდია - ნორვეგია 1:5
გოლები: 0:1 ელიონოუსი (2), 1:1 მაკნეირი (6), 1:2 ჰოლანი (7), 1:3 სიორლოტი (19), 1:4 სიორლოტი (47), 1:5 ჰოლანი (58)

ლიგა B. 2 ჯგუფი

ოლომოუცი. „ანდრუვი“
ჩეხეთი - შოტლანდია 1:2
გოლები: 1:0 პეშეკი (12), 1:1 დაიკსი (26), 1:2 კრისტი (51, პენ)

ნეთანია. „ნეთანია სტადიუმი“
ისრაელი - სლოვაკეთი 1:1
გოლები: 0:1 დურიში (14), 1:1 ემკიესი (90+1)

ლიგა C. 4 ჯგუფი

ტირანა. „ალბანია სტადიუმი“
ალბანეთი - ლიეტუვა 0:1
გოლი: კაზლაუსკასი (51)
გაძევება: ჰიუსაი (87)

მკითხველის კომენტარები / 9 /
რვა თამაშიდან შვიდი სტუმრებმა მოიგეს,მერე გამოხტებიან ყოვლისმცოდნე პროფესიონალები და ყველგან ჩაწყობა და მაიმუნობა გელანდებათო.აბა რა იყო გუშინდელი დღე?შეხედეთ ბელარუსის ჯგუფს.ყველა თამაში სტუმრებმა მოიგეს,შეხედეთ ავსტრია-ნორვეგიის ჯგუფს მასპინძლებმა ვერცერთი თამაში ვერ მოიგეს.იტალიის ჯგუფს შეხედეთ...არ ეწყობა თურმე თამაშები,სად ეწყობა,ამას როგორ იკადრებენ.სწორედ ფულის საკეთებლადაა მოგონილი ეს ერთა ლიგა,მთავარი ფულია.ასე ნაგლად,აშკარად,მასიურად ყველა თამაში?
Master
09:57 08-09-2020
4
ვუყურე ფრაგმენტებს და გაოცებული დავრჩი,ჩეხეთის ნაკრებით.ნაკრების მთელი შემადგენლობა,22 კაცი იზოლაციაშია და სასწრაფოდ შეყრილმა მეორე ეშელონის 22 კაცმა ისე ეთამაშა შოტლანდიას,რომ ვალდებული იყო მოეგო.რამხელა რესურსი და ტაქტიკური განსწავლულობა აქვთ ფეხბურთელებს,რომ ასე,ფაქტობრივად უვარჯიშებლად,ყოველგვარი შეთამაშების გარეშე,ასეთი დონის ფეხბურთი ითამაშო და კომბინაციები გაათამაშო.
სოსო
09:50 08-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული