12 წლის შემდეგ პირველად - რონალდო და მესი უეფას სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდნენ

AutoSharing Option
უეფამ ოფიციალურ საიტზე იმ ფეხბურთელთა სია წარმოადგინა, რომლებიც 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის იბრძოლებენ და მათ შორის 12 წლის შემდეგ არც კრიშტიანო რონალდოა, არც ლიონელ მესი.

საუკეთესოს ტიტულის მისაღებად "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი და მისი თანაგუნდელი მანუელ ნოიერი გაეჯიბრებიან ერთმანეთს.

მათ გარდა, კიდევ 7 ფეხბურთელი საუკეთესო ათეულში მოხვდა, თუმცა პრიზის მიღების უფლება არ აქვთ.

ადგილები კი შემდეგნაირად განაწილდა:

4-5. ლიონელ მესი - 53 ხმა

4-5. ნეიმარი - 53

6. ტომას მიულერი - 41

7. კილიან მბაპე - 39

8. ტიაგო ალკანტარა - 27

9. იეზუა კიმიხი - 26

10. კრიშტიანო რონალდო - 25

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამიტომ ჰკიდია რონალდოს ფიფაც და უეფაც...
კარგით რა
24 სექტემბერი 2020 20:25
0
ბაიერნი და პსჟ თავისი ქვეყნის ჩემპიონები არიან თან ჩ.ლ-ის ფინალში იყვნენ მათი ფეხბურთელები რა თქმა უნდა იყვნენ ათეულში მაგრამ მესი რა დამსახურებისთვის მოხვდა თან 4-5 ადგილზე იქნებ აგვიხსნათ.ეგ იმის ბრალია რომ ბლატერი და პლატინი რომლებიც ცნობილი კორუფციონერები იყვნენ არ დაიჭირეს და უეფაში და ფიფაში კორუფცია გრძელდება და მესისნაირ კაცუნებს ჯილდოებს ურიგებენ.
აშკარა უსინდისობა
24 სექტემბერი 2020 11:28
5
მესიზე ესე "ჩაციკვლა" აშკარად საგიჟეთამდე მიგიყვანს!
აშკარად უსინდისო, ამაშია კაცუნას!
24 სექტემბერი 2020 17:09
2
კიდევ ერთხელ დაამტკიცა უეფამ რომ კორუმპირებული ორგანიზაციაა და არამზადა მესის ნაყიდი ყავს.შარშან ოქროს ბურთი მიყიდეს მიუხედავად საშინელი სეზონისა და წელს სრული კრახის მიუხედავად და 2-8 განადგურების შემდეგ 4-5 ადგილზე გაიყვანეს და კრიშტიანოზე წინ დააყენეს.სინამდვილეში 50 კაცშიც ვერ უნდა მოხვედრილიყო.ასეთი აშკარა უსინდისობა მექრთამე პლატინის დროს დაიწყო უეფაში.
ფუი თქვენი
23 სექტემბერი 2020 23:59
12
შენ, რომ მართლა ვერ ხარ უკვე სრულ ჭკუაზე, საბოლოოდ დავრწმუნდი. მესის, რომ "ეყიდა უეფა" მაშინ სამეულში ჩაწერდნენ. რახან მეათეზე გავიდა შენი კრისტინა, ესიგი ეგ იყო მისი ადგილი. არამზადები შენსკენ მოიკითხე სულელო. როლანდო რამის მილიარდელია და შენი "გაგებით" ვერ მოისყიდიდა?! როცა წერ კომენტარებს, ტვინიც მიაყოლე, რომ დასაცინი არ გახდე შე საცოდავო. ყველაფერში მესი, რომ გელანდება. მერე გწყინს რომ გწერთ ფსიქიატრს მიაკითხეთქო. მართლა ფუი შენი შეშლილო.
ფუი შენს კაცობას!
24 სექტემბერი 2020 13:51
3
ლევანდოვსკიმ წელს დაიმსახურა მგონია პირველობა და მიიღებს კიდეც, მაგრამ მესი რონალდოს სჯობდა ამ სეზონში? ან თუნდაც ალკანტარა? თვალში ნაცარს გვაყრის უეფა ან ბრმები ვგონივართ
დავით 67
23 სექტემბერი 2020 20:27
8
რონალდო რატო არ შეიყვანეს ვითომ..მესის რო არ წყენოდა?
გელა
23 სექტემბერი 2020 19:32
11
შეიყვანო - არ შეიყვანო, განა საარჩევნო სიაა?!... შენ და შენს ზემოთ მპოსტავ პროფესორებს წარმოადგენაც არ გაქვთ, ვისი ხმები ითვლება საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად...
მ.ტ.
24 სექტემბერი 2020 01:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული