2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინა ეკვადორსა და ბოლივიას უნდა შეხვდეს. ნაკრებში პსჟ-ის ნახევარმცველი ანხელ დი მარია არ გამოიძახეს, რაზეც მან კომენტარი გააკეთა
"ამის ახსნა არ შემიძლია. არგენტინის ნაკრები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. ნაკრებში შანსის მისაღებად პსჟ-ში უკანალზე ვიხევი. კარგ ფორმაში ვარ და ვერ გავიგე, რატომ არ მიხმეს, მაგრამ არ დავნებდები, ბრძოლას გავაგრძელებ.
ნუთუ 32 წლის კაცი ბებერი ვარ? ყოველ მატჩში ვაჩვენებ, რომ არ დავბერებულვარ და ნეიმარისა და მბაპეს დონეზე შემიძლია თამაში", - განუცხადა დი მარიამ Goal-ს.
ნუთუ 32 წლის კაცი ბებერი ვარ? ყოველ მატჩში ვაჩვენებ, რომ არ დავბერებულვარ და ნეიმარისა და მბაპეს დონეზე შემიძლია თამაში", - განუცხადა დი მარიამ Goal-ს.