მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ - ბელგიას იპყრობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პირველი ლიგის მეხუთე ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე 5:2 დაამარცხა "ლიერსი".

19 წლის მიქაუტაძემ ამჯერად ჰეთ-თრიკი შეასრულა და მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე 9 გოლია. ასაკის მიუხედავად, ის გუნდის ლიდერია - ნამატჩევს გასახდელში მაგიდაზე ავიდა, პარტნიორები შემოიკრიბა და თქვენი მოწონებულიც წაუცეკვა.

"სერენი" კი გალიდერდა და ვინძლო ბელგიის უმაღლეს დივიოზიონში აღზევდეს, თუმცა იქამდე ალბათ, გიორგის "მეცი" დაიბრუნებს, რომელსაც იჯარის წესით ჰყავს გაშვებული.

მიქაუტაძე ტურნირის ბომბარდირია, მეორე ადგილზე მყოფ "მოლენბეკის" სომეხ თავდამსხმელ ივან იაგანს 5 გოლით უსწრებს.

ისე, ეს ყმაწვილი დასაკ
არგი არ არის და ვიდრე ფრანგებს ასაკობრივ ნაკრებში არ უხმიათ, დროა, საქართველოს ახალგაზრდულში გამოიძახონ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კულტურულად თავაზიანად გვითხრა რომ ამ ეტაპზე არ ფიქრობს საქართველოს ნაკრებში თამაშზე და მართალიცაა,მოქალაქეობის შეცვლამ (მათ სორის ორმაგმა მოქალაქეობამაც) შესაძლოა ხელი შეუშალოს კარიერის განვითარებაში, თუ მეცში დაბრუნდება და ისევე ითამაშებს როგორც ბელგიაში დიდი შანსია რომ მეტ წარმატებას მიაღწიოს და სახელი მოიხვეჭეს. აი მერე იმედია არ იტყვის საქართველოს ნაკრებზე უარს, თან იმ ფონზე რომ საფრანგეთის ნაკრებში ბევრად დიდი კონკურენციაა და არ მგონია მბამპე, გრიზმანი ან და თუნდაც ლაკაზეტის კონკურენტი გახდეს.
semi
29 სექტემბერი 2020 10:38
0
მაგარი ბიჭია!!!
დათო
28 სექტემბერი 2020 15:36
0
ჩაკვეტაძე როდესაც პირველ თამაშებს ატარებდა დინამოში მაშინვე მივხვდი რომ დიდი ტალანტი იყო იგივე კვარაზე სანამ დინამოში განაცხადში შეიყვანდნენ ახალგაზრდულ ნაკრებებში დაფრინავდა და ვიცოდი რომ ასე გაიქაჩებოდა აი ახლა კი 100% ვარ ამ ბიჭში დარწმუნებული ეგეც მეცში პირველად რომ ითამაშა იქიდან მომეწონა და ვაკვირდებოდი დიდხანს შეკრებებზე ხო იტანდა გოლებს ახლა ბელგიაში საოცრად თამაშობს რაის ახალგაზრდული უკვე დიდებში გვჭირდება კაჭარავას და ზოგიერთს სჯობს უკვე მე ასე ვფიქრობ
ka
28 სექტემბერი 2020 15:01
1
ეს ბიჭი ეგრევე ეროვნულში გამოსაძახებელი, ჩევენც იმდენი თავდამსხმელიბარ გვყავდეს კონკურენციაში, რომ ჩაიკარგოს. აგერ გვყავს 19 წლის კვრა და ზურიკო, 20 წლია ჩაკვეტაძე და გაუგებენ ერთმანეთს რამენაირად. მთავარია დათანხმდეს.
გიონატ
28 სექტემბერი 2020 12:41
0
ფედერაცია სხვას მაინც არაფერს აკეთებთ და ამ ბიჭის ნაკრებში თამაში მაინც უზრუნველყავით სანამ დროა ჯერ კიდე
Io
28 სექტემბერი 2020 12:12
0
რა სისულელეა საფრანგეტის მოქალაქეობას არ კარგავ ორმაგი Mოქალაქეობა ეკნება ჩვეულებრივად
Frangi
28 სექტემბერი 2020 11:26
3
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა ისაა, რომ საქართველო არაა ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამის გამო უამრავ ქართველს ექმნება პრობლემა უცხოეთში. ლიმიტია არაევროკავშირელებზე ასე ზედმეტი ფულის დახარჯვა უწევს გუნდს, რაც ძირითად შემთხვევაში არ სურთ კლუბებს. ამის მაგალითია ოქრიაშვილი, სწორედ ამის გამო არ აიყვანეს ლიონში. ტვენტეში პირდაპირ თქვეს რომ ამის გამო არ იტოვებენ აბურჯანიას, თუმცა მასში დიდი ქართველის სულია არც ეს იქნება პრობლემა. ჯერ სფფმ უნდა გამართოს სასწრაფოდ მოლაპარაკებები თორემ ფრანგები ამას ბელგიის მეორე ლიგაში დიდი ხანი არ გააჩერებენ
Haaland
28 სექტემბერი 2020 08:55
0
მე კი მინდა, რომ მიქაუტაძემ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მაგრამ ვფიქრობ ეს არ მოხდება მინიმუმ რამდენიმე წელი, რადგან ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები : ბიუროკრატიული და სახელმწიფოებრივი საფუძვლები მაგ 1 საფრთხე იმის, რომ იგი დაკარგავს საფრანგეთის მოქალაქეობას თუ საქართველოს მოქალაქე გახდება
2 ამ შემთხვევაში ხდება უკვე ლეგიონერი საფრანგეთში,ხოლო იქ ლეგიონერების მიმართ უფრო მეტი მოთხოვნები აქვთ და რაც ასევე გარკვეულ წილად შეიძლება საფრთხე აღმოჩნდეს ახალგაზრდა ფეხბურთელთელისთვის ვინც ახლა იწყებს კარიერას. უამრავი მიზეზია მაგალითად აკაკი გოგიამ რომელიც ბუნდესლიგას თამაშობს და გერმანის მოქალაქეა მან უარი თქვა საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლაზე რადგან ამ შემთხვევაში ხდებოდა ლეგიონერი და კარგავდა გერმანის მოქალაქეობას რაც მას არ სურდა იგივე პრობლემის წინაშე დადგება მიქაუტაძეც აქედან გამომდინარე მე მიქაუტაძეს უახლოეს წლებში საქართველოს ნაკრებში ვერ ვხედავ,რადგან არამგონია ის ამ ყველაფერს შეელიოს რისი დაკარგვის საფრთხის წინაშეც დადგება,ახლა ისე თამაშობს თუ ასე გაგრძლებს შეიძლება საფრანგეთის ნაკრებშიც კი მოხვდეს ჯერ სულ 5 ტური ჩატარდა და უკვე 9 გოლი აქვს გატანილი.
შეიძლება ვინმემ თქვას რომ ეს ბელგის მე 2 ლიგაა კი ასეა მაგრამ თამაშის ხარისხს და შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრს დღეს ვინც მსოფლიო დონის ვარსკვავია ახალგაზრდობაში მე 2 და მე 3 ლიგის გუნდებშიც უთამაშიათ.
გიო
28 სექტემბერი 2020 03:18
2
და რატომ ახალგაზრდულში ...დიდებში რა თავსაყელად გვყავს ხომ გოლი ს გამტანი თავდამხსმელები ...?? ეგრევე პირველ ნაკრებში რაც ადრე გაიცნობენ და შეთამაშდებიან მით უკეთესი ...!!!
Mdaa
28 სექტემბერი 2020 02:33
0
რა ახალგაზრდული ეგრევე მთავარ ნაკრებში თან როგორ გვიჭირს მაგ პოზიციაზე გამტანი ფორვარდი არველაძის და ჯანაშია აშვეთიას მერე არც გვყოლია გაიხსენეთ ოუენის მაგალითი არ უნდიდათ წაყვანა და 18 წლის პატარა ბიჭნა რეები აკეთა ( არგენტინას როგორი შეუსრულა) ბევრისთვის დაწინაურება სტიმულია და ერთგვარი კატალუზატორი ხდება კარგი დაყენებული დარტყმა ააქვს სისწრაფეც არ დაეწუნება და რაღას უყურებთ დაუკავშირდით ის მაინც გაიგეთ ვის ბანაკშია ჯიქია-წტაიშვილი-შადიმანის თუ ანანიძე-გვილია თაყაიშვილის მიდით ყველამ ერთად სანუკვარი მიზნისკენ ევროპაზე მოხვედრა ძალიან დადებითად იმოქმედებს ქართველი კაცის ფსიქიკაზე კარგი სექსი ამაღლებს კაცის თვითშეფასებას იგივე შედეგი ექნება ოღონდ N რაოდენობაზე გამრავლებული 81 ში რა შედეგიც მოიტანა იმაზე არანაკლები იქნება ბევრ ადამიანს გადაარჩენს დამერწმუნე თბევრი ახალგაზრდა ჩამოშორდება ქუჩას ძაან პლიუსებს მოუტანს ერსაც და ბერსაც წარმატებები ყველა ქართველს ვისაც სამშობლოსათვის უცემს გული
კახა
28 სექტემბერი 2020 02:15
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული