ქართველი ფორვარდები უზბეკეთში (ყაზახეთში) მიდიან, უზბეკი კი სერია A-ში გადადის

AutoSharing Option
Sport Italia-ს ჟურნალისტ ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ "როსტოვის" უზბეკი ფორვარდი ელდორ შომორუდოვი კარიერას სერია A-ში განაგრძობს.

უზბეკეთის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი, დიდი ალბათობით, მალე "ჯენოას" შეუერთდება და იტალიელები მის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროსაც გადაიხდიან.

შომორუდოვმა კარიერა, ალბათ, ქართველი გულშემატკივრისთვის უცნობ კლუბ "მაშალ მუბარექში" დაიწყო. 2015-17 წლებში ის "ბუნიოდკორის" რიგებში თამაშობდა, ხოლო 2017 წლიდან "როსტოვის" ღირსებას იცავს.

გასულ სეზონში უზბეკმა რუსეთის პრემიერლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. 10 გოლი შომორუდოვმა საწყის
12 ტურში შეაგდო, დარჩენილ 16 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. თავი წლევანდელ სეზონში არ გამოუჩენია, თუმცა სერია A-ში მაინც ითამაშებს.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ბიჭს ნაკრებშო 43 შეხვედრიდან 20 ბურთიაქ გატანილი და საკლუბო კარიერაში სულ 34. ეხლა დამისახელეთ ჩვენებიდან ვისააქ მასეთი სტატისტიკა? კაცმა იშრომა და დაუფასდა
gio gio
30 სექტემბერი 2020 14:03
0
გადასვლა კარგია მარა რას იზამს ეგაა საქმე, მასე ბელარუსი კუტუზოვი გადავიდა მილანში შევჩენკოზე უკეთეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მარა სადაა ახლა? კაცმა არ იცის.
fff
29 სექტემბერი 2020 16:39
1
როსტოვთან თამაშში ხვიჩამ ბირთი გადააგლიჯა მთელ როსტოვს და ეს საერთოდ არ ჩანდა. რა მოეწონათ ამ ხე ფეხბურთელის მაგრად მიკვირს.
iase
29 სექტემბერი 2020 16:26
4
კი, უზბეკეთი და ყაზახეთი ერთი და იგივეა და კიდევ სომხეთი და აზერბაიჯანი.
ვვვ
29 სექტემბერი 2020 16:20
1
ყაზახია? )))
100%
29 სექტემბერი 2020 22:10
0
ამ სეზონში თავი როგორ არ გამოუჩენია. ევროპა ლიგაზე გაიტანა წინა კვირაში მაგარი გოლი. მართლა კარგი ფორვარდია, მოქნილი და თან 190 სმ სიმაღლეში
გენა
29 სექტემბერი 2020 16:19
0
ქართველის გარდა ყველა ელევა ამ ჭაობ რუსეთს
გიონატ
29 სექტემბერი 2020 13:59
2

სიახლეები პოპულარული