საქართველოსთან მატჩის წინ სომხეთის ნაკრების კაპიტანი ყარაბაღში საომრად წავიდა

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრების 28 წლის კაპიტანი ვარაზდატ აროიანი დღეს ბერძნული "ლარისას" ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მობილიზაცია შეეხო და ყარაბაღის ფრონტზე გააგზავნეს.

აროიანი მცველია, "პიუნიკის" აღზრდილია, ბოლოს ირანის "პადიდესა" და რუსეთის "ურალში" თამაშობდა, ნაკრებში 52 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, 1-ელ ოქტომბერს "არარატ-არმენიასა" და "ცრვენა ზვეზდას" შორის ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩი ერევანში არ გაიმართება, რადგან უეფამ უსაფრთხოების გამო შეხვედრის კვიპროსში ჩატარება გადაწყვიტა.

11 ოქტომბერს სომხეთმა საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პირველ ტურში ერევ
ანში უნდა უმასპინძლოს და ალბათ, ამ შეხვედრას ან გადაიტანენ და ან ნეიტრალურ მოედანზე გამართავენ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
ჩვენს კაპიტან თოკო შენგელიას მგვანებია...
გუნდისთავი
30 სექტემბერი 2020 20:06
73
ერთი რამე თქვი, ქვეყნისთვის რა გაკიკეთებია. სანამ ვინმეზე იჭორავებ, ცოტათი დაფიქრდი. სპორტს და პოლიტიკას მხოლოდ დაინტერესებული პოლიტიკოსები და მდაბიოდ მოაზროვნეები აიგივებენ.
მამუკა
01 ოქტომბერი 2020 14:11
4
რა, თორნიკეს სამშობლომ რაიმე სთხოვა და არ გამოადგა?ვინც მის წინააღმდეგ განაწყო ხალხი,ისინი კი,მართლაც არ გამოადგნენ.დაფიქრდით ხალხო,კაცისაგან გაკეთებული საქმეები,ყველაზე კარგად ლაპარაკობს,ამ ადამიანზე.თორნიკე შენგელიას ვერავინ უსაყვედურებს,ნაკრებში თავი დაზოგაო.კლუბი კი,მხოლოდ კლუბია და ოჯახის რჩენის საშუალება.ქვეყანას არაფერს ჰპარავს,მისი მაგინებელი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით
სოსო
01 ოქტომბერი 2020 11:41
3
ყველა გამოხმაურება
თუ ნაკრების თამაშების წინ,მისი კაპიტანი ჯარში გაიწვიეს,ესე იგი კიდევ უფრო მძიმედ არის საქმე,ვიდრე ჩვენ გვგონია.ღმერთო მიეცი ჭკუა და დააწყნარე მხარეები.გვეყო ომი და სისხლის ღვრა.ხომ იცხოვრეს ერთობლივად მშვიდობაში,სულ ცოტა 50 წელი.ესე იგი შეუძლიათ მშვიდობიანი თანაარსებობა.ჩვენი არ იყოს,როცა ბოროტებას გავუხსნით გულს,სისხლი და ცრემლი არ გველევა,ხოლო როცა სიყვარულს,მშვიდობა და კეთილდღეობა.
სოსო
30 სექტემბერი 2020 19:56
4
არა მეგობარო ნებაყოფლობით წავიდა აროიანი , თუ გახსოვს არსენ არუტუნიანი ევროპის ჩემპიონი https://sport.news.am/rus/news/115241/ ისიც ნებაყოფლობით წავიდა . მაგარი პატრიოტები არიან სომხები !!!
სოსო s
01 ოქტომბერი 2020 15:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული