მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ - ქართველმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პირველი ლიგის მე-6 ტურში "სერენმა" საკუთარ მოედანზე "ბრიუგე II" 6:1 დაამარცხა და ისე როგორ იქნებოდა, 19 წლის გიორგი მიქაუტაძეს არ გამოეჩინა თავი.

მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და 12 გოლით ტურნირის ბომბარდირია. გიორგი მეორე ადგილზე მყოფ "მოლენბეკის" სომეხ თავდამსხმელ ივან იაგანს უკვე 8 გოლით უსწრებს.

"სერენი" 12 ქულით ლიდერია და 18 სექტემბერს ჩემპიონატის მეშვიდე ტურში სტუმრად "მოლენბეკს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 11 ოქტომბერს თასზე "ბლანკენბერგს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 35 /
ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ ეს ბიჭი საქართველოს ნაკრებში ჩამოიყვანონ 19 ახლავე.
გელა
03 ოქტომბერი 2020 08:59
3
ისე ლაპარაკობთ თითქოს ამ ბიჭს უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში და ვინმე ხელს უშლის. ჯერ გაგერკვიათ მაინც უნდა კი ? იქნებ საფრანგეთის ნაკრებს უმიზნებს. რა არა აქვს უფლება? თუ კიდევ გამოხტება ვინმე და მოღალატეობას დასწამებს, ამ ბოლო პერიოდში ნამეტანი მოდაში რომ შემოვიდა ეს სიტყვა.
დავით 67
03 ოქტომბერი 2020 08:27
8
მთავრობა ხართ თუ ოპოზიცია რა არჩევნები რის პოლიტიკა ...საქართველოს მთავარი არჩევანი აი ეს ბიჭია ...სასწრაფოდ მთავარ ნაკრებში და ეს ჩაგეთვლებათ ქვეყნისთვის სიკეთის კეთებაში ...აბა არც წამსვლელებს არც მომსვლელებს სხვა რამე კარგის გაკეთების არც უნარი გაქვთ არც ტვინი და ჩვენდა საუბედუროდ არც სურვილი ....თქვენი არჩევნები და თქვენი პოლიტიკა ......დილითაც და ღამითაც...!!!! ეგ ბიჭი ჩამოიყვანეთ სანამ დროა და აი მერე კი .......
Aueee
03 ოქტომბერი 2020 06:57
1
რა მაგრად დატრიალდა გოლებამდეც...

კლასი, მოედნის ხედვა და ცივი სისხლი არ აკლია. ტალანტია. რომელიც აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ. თან მის პოზიციაზე ასეთი ცივსისხლიანი მართლა არავინ არ გვყავს და ჰაერივით გვჭირდება...
თემო
03 ოქტომბერი 2020 04:38
1
სასწრაფოდ მოიწვიეთ ეს კაცი, სანამ წაიყვანა საფრანგეთმა. უკვე ეხლა მაგრად გააძლიერებს ნაკრებს. გოლეადორია , ჩვენ კიდევ თავდამსხმელს არ ვეძებთ კარგს ? თუ რამე მეშლება ? ე ბიჭო სანამ დროა :)


გადასარევი გიორგი
03 ოქტომბერი 2020 03:02
1
ამ ბიჭის ინტერვიუს წავაწყდი სადაც საუბრობდა, რომ გენტთან სათასო თამაშისას ჩაკვეს ნახვა უნდოდა. მაშინ ტრავმა ქონდა სამწუხაროდ გიორგის და ვერ შეხვდნენ. ისიც თქვა, რომ არავინ დამკავშირებია საქართველოდანო. გამოდის ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ გულშემატკივარებმა და ჟურნალისტებმა, თორე ფედერაციის იმედზე ჩვენი მტერი იყოს. უმორჩილესად გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა ჩაკვეს ბელგიაში იქნებ იტვირთოს მისიონერობა. ბელგია ძალიან პატარა ქვეყანაა. დაუკავშირდეს ამ ბიჭს და იქნებ შეხვდნენ. დაჯდნენ დაელაპარაკოს გულშემატკივარების სახელით და თხოვნით, თუ თანახმა იქნება საქართველოს ნაკრებში თამაშზე, პეტიცია გავაკეთოთ მოქალაქეობის მინიჭებაზე, თორემ ხო ვხედავთ რა უმაქნისები და არაფრის მკეთებელი ფედერაცია გვყავს და ტყუილად იფლანგება ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული სფფ-ს ბიუჯეტი. იმედია არ დაბლოკავთ კომენტარს.
ოპტიმისტი
03 ოქტომბერი 2020 03:00
4
ლევან კობიაშვილი მიდის კალაძესთან, კალაძე მიდის ზურაბიშვილ სალომესთან, სალომე აძლევა ამ ბიჭს სა ქართველოს მოქალაქეობას. შემდეგ კობიაშვილთან მიდის ვაისი და გებულობს ამ ბიჭის ტელეფონს. ამის შემდეგ ბორის პაიჭაძის სახ3ლობის სტადიონზე, სავსე ტრიბუნების წინ ვესალმებეით ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს სხვა ნიჭიერ და იმედის მომცემ ფეხბურთელებთან ერთად
გადასარევი გიორგი
03 ოქტომბერი 2020 01:20
3
ჭირი იქა, ლხინი აქა :)
ლუკა კუ
03 ოქტომბერი 2020 06:21
3
uyureb amis tamashebs kai seqnikuri scrafi d arac mtavaria golebis gatan aicis. nicas pirvel gundshi itamashebs moaval cels . imedia shetavazebas gaaketeben es pirevl vladimer vaisma unda moitxovis nakrebshi tu cyvitavs vin unda gamoidzaxos masea carmatebebi giorgi. imedia chvens nakrebshi gixilavt
emgranti
03 ოქტომბერი 2020 00:46
2
უკვე დროა მისცენ მოქალაქეობა შემდეგ კი ესტონეთთან ვათამაშოთ აუცილებლად! უმაგრესი ფეხბურთელია ასე თუ გააგრძელა ბევრს მიაღწევს
KA
03 ოქტომბერი 2020 00:22
2
ვაღიარებ,ცოტა გადავაჭარბე,მთავარში ჯერ ადრეა,ალბათ U21ში გამოიძახებენ.
Caruzo9
03 ოქტომბერი 2020 00:12
39

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული