მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ - ქართველმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პირველი ლიგის მე-6 ტურში "სერენმა" საკუთარ მოედანზე "ბრიუგე II" 6:1 დაამარცხა და ისე როგორ იქნებოდა, 19 წლის გიორგი მიქაუტაძეს არ გამოეჩინა თავი.

მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და 12 გოლით ტურნირის ბომბარდირია. გიორგი მეორე ადგილზე მყოფ "მოლენბეკის" სომეხ თავდამსხმელ ივან იაგანს უკვე 8 გოლით უსწრებს.

"სერენი" 12 ქულით ლიდერია და 18 სექტემბერს ჩემპიონატის მეშვიდე ტურში სტუმრად "მოლენბეკს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 11 ოქტომბერს თასზე "ბლანკენბერგს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 35 /
ლევან კობიაშვილი მიდის კალაძესთან, კალაძე მიდის ზურაბიშვილ სალომესთან, სალომე აძლევა ამ ბიჭს სა ქართველოს მოქალაქეობას. შემდეგ კობიაშვილთან მიდის ვაისი და გებულობს ამ ბიჭის ტელეფონს. ამის შემდეგ ბორის პაიჭაძის სახ3ლობის სტადიონზე, სავსე ტრიბუნების წინ ვესალმებეით ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს სხვა ნიჭიერ და იმედის მომცემ ფეხბურთელებთან ერთად
გადასარევი გიორგი
01:20 03-10-2020
3
ამ ბიჭის ინტერვიუს წავაწყდი სადაც საუბრობდა, რომ გენტთან სათასო თამაშისას ჩაკვეს ნახვა უნდოდა. მაშინ ტრავმა ქონდა სამწუხაროდ გიორგის და ვერ შეხვდნენ. ისიც თქვა, რომ არავინ დამკავშირებია საქართველოდანო. გამოდის ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ გულშემატკივარებმა და ჟურნალისტებმა, თორე ფედერაციის იმედზე ჩვენი მტერი იყოს. უმორჩილესად გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა ჩაკვეს ბელგიაში იქნებ იტვირთოს მისიონერობა. ბელგია ძალიან პატარა ქვეყანაა. დაუკავშირდეს ამ ბიჭს და იქნებ შეხვდნენ. დაჯდნენ დაელაპარაკოს გულშემატკივარების სახელით და თხოვნით, თუ თანახმა იქნება საქართველოს ნაკრებში თამაშზე, პეტიცია გავაკეთოთ მოქალაქეობის მინიჭებაზე, თორემ ხო ვხედავთ რა უმაქნისები და არაფრის მკეთებელი ფედერაცია გვყავს და ტყუილად იფლანგება ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული სფფ-ს ბიუჯეტი. იმედია არ დაბლოკავთ კომენტარს.
ოპტიმისტი
03:00 03-10-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული