7 ოქტომბერს, უკრაინის ნაკრები პარიზის "სტად დე ფრანსის" სტადიონზე ამხანაგურ მატჩში საფრანგეთს უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა შეიძლება შეხვედრა არ გაიმართოს.
საქმე ისაა, რომ ორ გამოძახებულ მეკარეს - ანდრეი ლუნინს (რეალი) და იური პანკივს (ოლეკსანდრია) კორონავირუსი დაუდასტურდა. დაინფიცირებულია აგრეთვე შეფ-მზარეული ლიუბომირ ტოშიჩი. ყველანი სასტუმროს ნომრებში არიან იზოლირებულნი.
ნაკრებში ამავე მიზეზით ვერ გამოცხადდნენ "შახტარის" ფეხბურთელები - მეკარე ანდრეი პიატოვი და ნახევარმცველი ტარას სტეპანენკო.
უკრაინის ნაკრებში ერთადერთი ჯანმრთელი გოლკიპერია გეორგი ბუშანის (კიევის "დინამო") სახით და ფრანგებთან შეხვედრა ჩაშლის პირასაა.