ჩრდილოეთ მაკედონიამ კოსოვოს სძლია და თბილისში გამოემგზავრება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ფინალში თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ბელარუსის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ მაკედონიას უკვე უკეთესად იცნობენ, იციან, ამ გუნდს რა შეუძლია და როგორ ეთამაშონ.

სკოპიე. "ფილიპ II"
ჩრდ. მაკედონია - კოსოვო 2:1
გოლები: 1:0 კოლოლი (15, საკ. კარში), 1:1 ჰადერჟონაი (29), 2:1 ველკოვსკი (33)

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა უღიმღამო მიმოხილვა... კადრებიც სოფლის კლუბში ნაკერ კინოს რომ აჩვენებდნენ 50 წლის უკან... ჩვენი პირდაპირი ბოლო ბარიერია! თქვენ მთქნარებით და ზანტად გვაწვდით მასალას... არ გეკადრებათ თქვენ! არ გვეკადრება ჩვენ!
გია
10 ოქტომბერი 2020 14:10
0
კოსოვოსთან ძალიან გაუმართლა მაკედონიას, მართლაც სახლის გუნდია, თუ მაყურებელიც იქნება დინამოზე მთლად კარგი, თუ მაკედონიას ვერ უგებ მაშინ ევროპაზე ვის უნდა მოუგო? მჯერავს ჩვენი ნაკრების, წარმატებას ვუსურვებ.
x.x
09 ოქტომბერი 2020 21:56
0
მაკედონია ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია,აჯობა კოსოვოს, მაგრამ ცოტათი გაუმართლათ კიდეც. ჩვენს ნაკრებზე ფიზიკურად უკეთესი გუნდია,სისწრაფეებზე აშკარად დაგვჩაგრავენ,არ ვიცი რას მოიმოქმედებს ჩვენი ნაკრები ,მაგრამ ამათთან ძალიან გაგვიჭირდება,ეს ერთ კვირაში გამოჩნდება
gogia
09 ოქტომბერი 2020 11:05
3
საშუალო დონის არა ტოროლა სომხებმა დაამყნეს 4-1 ორჯერ სახლში და დღეს კიდე განახევრებულ კოსოვოს ძლივს მოუგეს სახლის გუნდია თან ბელარუსებთან შედარებით დაცვაშიც მოიკოჭლებენ ამგენს თუარ მოუგე რა გინდა ევროპაზე.
Zaza
09 ოქტომბერი 2020 10:42
2
თუ მაკედონებთან გულშემატკივარი არ დაუშვით ბიჭებს ძალიან გაუჭირდებათ ეს გუნდი არ არი ბელორუსია. კაი საშაუალო კლასნი გუნდია ფიზიკურადაც მაგრად გამოიყურებიან.ამათთან სხვა მიდგომააა საჭირო კიდევაც რო წააგონ ჩვენთან ჯგუფური ეტაპის თამაში ეს არაფერს წყვეტს ფინალის წინ.
zurabi
09 ოქტომბერი 2020 09:18
1
მესამე გოლი სად არის? ვიდეოს რომ დებთ, არ უნდა ნახოთ? ფეხბურთელების მილოცხვები რომ ამოჭერით დოლი არ იყო მთავარი?
იდალგო
09 ოქტომბერი 2020 08:00
2
იმედია ახლა მაინც დაუშვებთ გარკვეული რაოდენობის გულშემატკივრებს!
დავით 67
09 ოქტომბერი 2020 01:45
1
საქართველოს მთავრობავ,სტადიონის გარეთ ყოველგვარი დაცვის გარეშე ამდენი ხალხის ერთად დგომას,სტადიონზე შეუშვათ და გააკონტროლოთ,უფრო უსაფრთხო არ იქნება?ნაკრებსაც დაეხმარებიან,გზადაგზა.
სოსო
09 ოქტომბერი 2020 18:20
0
თუ დღევანდელი მათი და ჩვენი თამაშით ვიმსჯელებთ,ფავორიტად,მაკედონია მოჩანს.მათ არ ეშინოდათ ჩვენგან განსხვავებით და ბედს მეტოქის კართან ეძებდნენ.ფიზიკურადაც ჩვენზე უფრო გამძლეები არიან
სოსო
09 ოქტომბერი 2020 01:23
18
ძალიანაც კარგი თუ მაკედონიას ვეთამაშებით.. 2 თამაში ფინალადე კი გამოგვივა და წესით უნდა გავშიფროთ აქ აშკარად დავჯაბნეთ მინდორიც ცუდი იყო ვნახოთ იქ რას ვიზავთ..... :/
რომა
09 ოქტომბერი 2020 01:09
4
რას უძახი სიკარგეს რო შენ შიფრავ და ჯოკერი გიჭირავს? ისინი რა მაგდენს ვერ მიხვდებიან?
ნოდო
09 ოქტომბერი 2020 02:07
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული