ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ფინალში თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ბელარუსის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ მაკედონიას უკვე უკეთესად იცნობენ, იციან, ამ გუნდს რა შეუძლია და როგორ ეთამაშონ.
სკოპიე. "ფილიპ II"
ჩრდ. მაკედონია - კოსოვო 2:1
გოლები: 1:0 კოლოლი (15, საკ. კარში), 1:1 ჰადერჟონაი (29), 2:1 ველკოვსკი (33)