2020 წლის ოქტომბრის თვეში საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის ერთა ლიგის მატჩი გაიმართა, რომელიც 0:0 დასრულდა.
ამ მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგმა ფეხბურთელებმა თავიანთ "ინსტაგრამის" გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც კადრში პორტუგალიელი ლეგენდა კრიშტიანო რონალდო ჩანს.
ფრანგმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ კი ასეთი წარწერა გაუკეთა ფოტოს: "კერპი".
მოგეხსენებათ, პორტუგალიელს ახლა ცუდი პერიოდი უდგას, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან პრობლემები აქვს, თუმცა, მისი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, ეჭვი არავის ეპარება, რომ კრიშტიანო კარიერის დასრულებამდე უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
ერთი გუნდის გულშემატკივრობა არ ნიშნავს იმას რომ არაობიექტური უნდა იყო და სხვისი ვერ დაინახო.
რაც თავი მახსოვს რეალს და ესპანეთს (ჯერ კიდევ არაფერს რომ წარმოადგენდა მაგ დროიდან) ვგულშემატკივრობ, მაგრამ როგორ შეიძლება თუნდაც ბარსელონადან ხავი და ინიესტა (ამ უკანასკნელზე საერთოდ ჭკუას ვკარგავ) არ გიყვარდეს, ან არ გიყვარდეს რონალდონიო და ის თუ როგორი ბედნიერი იყო იმით რასაც აკეთებდა.
ან დავიდ ვილია, ან ეტოო (მაგის გოლს პანათინაიკოსთან დღემდე ვუყურებ ხოლმე), ან დანი ალვეში (ჩემი აზრით ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველია ლამთან და კაფუსთან ერთად), ან თუნდაც პუიოლი როგორი ნამდვილი კაპიტანი და კაცური კაცი იყო, დანი ალვეშს რო წაუთაქა ერთხელ გულშემატკივარს პატივი ეციო :)
მოკლედ გაუმარჯოს ფეხბურთს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სპორტით სიამოვნებას იღებს.
დანარჩენებმა წერონ კომენტარი “არა რონალდო ჯობია, არა მესი ჯობიაო”.
მადლობა ღმერთო რო ამ ფეხბურთელების ეპოქაში გავჩნდი და ამათ პროფესიონალიზმს მაყურებინე!
რამე კაი დაიწერება რონალდოზე და ეგრევე მესის ქილიკს იწყებენ.
თქვენი ბიძაშვილია ეს რონალდო თუ რა ჯანდაბა გჭირთ?
როგორ შეიძლება მესიზე საერთოდ რამე ნეგატიური დაგცდეს?
ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივარი ყოველთვის ობიექტურია და თქვენ ხართ უბრალოდ უსაქმურები და ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების ნაცვლად ბოღმას ანთხევთ.
გაუმარჯოს ორივეს, ჩემი აზრით ორივე ისტორიაში საუკეთესოა.
გავა 3_4 წელი და ქალიშვილი ნეიმარი რო შეგრჩებათ მთავრ ვარსკვლავად მოგენატრებათ ორივე.