საოცარი მატჩი დრამატული დასასრულით - სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასის მასპინძელი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო თასის მეოთხედფინალში საფრანგეთმა სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 28:29 დამარცხდა.

"სტად დე ფრანსზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა ნამდვილი სანახაობა იხილა.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მე-4 წუთზე სირილ ბაიმ "ლე ბლე" დააწინაურა. თავის გამოჩენა კურტ ლი არენდსემაც მოახერხა და "ქურციკების" რიგებიდან პირველი ლელოს ავტორი გახდა.

პეატო მოვაკამ საფრანგეთი კვლავ წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში ზუსტად შესრულებული ჯარიმების წყალობით სამხრეთ აფრიკამ უპირატესობა მოიპოვა, რაც შეხვედრის მოსაგებად გარდამტეხი აღმოჩნდა.

ამრიგად, სამხრეთი აფრიკა ნახევარფინალში გავიდა, სადაც ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბატონო რედაქცია,

კარგი იქნება თუ დადებთ ინფორმაციას, რომ ნიკა მესამე ადგილისათვის მატჩში გვერდითი მსაჯი იქნება.

აქ ლინკი
https://www.rugbyworldcup.com/2023/match/bronze-final-runner-up-semi-final-1-runner-up-semi-final-2#match_details
redaqcias
21:03 23-10-2023
0
უბრალოდ ძალიან ცოტათი ზელანდიამ და სამ.აფრიკამ მაინც აჯობეს ირლანდიას და საფრანგეთს.ფრანგებს პატარა შეცდომებიც კი არ აპატიეს აფრიკელებმა.იქნებ ჯობდა ფრანგებს ბოლო ჯარიმა არ დაერტყათ და ლელოზე გაერისკათ? პ.ს.ასეთი უმაგრესი რაგბის შემდეგ ფეხბურთებს ვეღარ ვუყურებ.ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატიც უსახურად გამოიყირებოდა იმიტომ რომ ვარსკვლავების დიდი ნაკლებობაა.
ჩემი აზრით
22:09 16-10-2023
1

სიახლეები პოპულარული