2020 წლის ოქტომბრის თვეში საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის ერთა ლიგის მატჩი გაიმართა, რომელიც 0:0 დასრულდა.
ამ მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგმა ფეხბურთელებმა თავიანთ "ინსტაგრამის" გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც კადრში პორტუგალიელი ლეგენდა კრიშტიანო რონალდო ჩანს.
ფრანგმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ კი ასეთი წარწერა გაუკეთა ფოტოს: "კერპი".
მოგეხსენებათ, პორტუგალიელს ახლა ცუდი პერიოდი უდგას, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან პრობლემები აქვს, თუმცა, მისი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, ეჭვი არავის ეპარება, რომ კრიშტიანო კარიერის დასრულებამდე უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.