ბოლო პერიოდში საფეხბურთო მოედნებზე ცეცხლის დანთების შემდეგ ლონდონის "არსენალის" გერმანელ!!! ნახევარმცველ მესუთ იოზილს "გაეხსნა" და გადაწყვიტა, რომ კონფლიქტოლოგობის შეთავსებაც შეუძლია და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე განცხადება გაავრცელა.
"მინდა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, მთიან ყარაბაღს იურიდიულად საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს, თუმცა ის უკანონოდ არის ოკუპირებული.
2008 წლის მარტში გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დადასტურდა და სომხეთს ყარაბაღიდან სამხედრო ნაწილების გაყვანა მოსთხოვა. სწორედ ამიტომ, ყველას მოვუწოდებ გაითვალისწინონ და მიიღონ გაეროს გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილება.
ვიზიარებ ძალიან ბევრის განწყობას, მათ შორის,
მოდით, ერთად მივაღწიოთ მშვიდობას და სამართლიანობის სახელით მომავალი ძალადობა ავიცილოთ თავიდან. ნებისმიერ მხარეს ერთი ადამიანის სიკვდილი ორივე მხარის დანაკარგია." - დაწერა იოზილმა "ტვიტერში" და შემდეგ თურქეთის ყოფილი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიტყვებიც მოიყვანა:
"აზერბაიჯანის პრობლემები ჩვენი პრობლემებია, მათი ბედნიერება კი - ჩვენი ბედნიერება. ერთი ხალხი, ორი სახელმწიფო."
ამიტომ ნუ ბოდავ ყირიმზე. რაცაა საზღვრები და როგორც გაწევრიანდნენ ქვეყნები გაერო-ში, იმას უნდა პატივისცემა, თორე სადამდე წავა ეგ ამბავი.
რაც შეეხება ადამიანების ხოცვას ისეთი შტაბეჭდილება მრჩება ტრაგედია კი არა უდიდესი სიამოვნებაა (გართობა) აზერბაიჯანისთვის, სომხებისთვისაც იგივე იქნებოდა მაგრამ ძალიან ჩამორჩნენ განვითარებით